1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში დაიწყო სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0494

საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრი, საქართველოში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ემზადება სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავის სათანადოდ აღსანიშნავად. "ჰაიარტუნ" ცენტრის ინიციატივით, 24 აპრილამდე, ყოველ კვირა დღეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ნაჩვენები იქნება სომეხთა დიდი გენოციდისადმი მიძღვნილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები.

აღნიშნული სერია დაიწყო 7 აპრილს, რეჟისორ ენდრიუ გოლბერგის „სომეხთა გენოციდი" დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.

ფილმების ჩვენება იქნება ყოველ კვირა დღეს 14.00 საათზე. შესვლა თავისუფალია.