1geo

fb you od

დიაკვანი გევორგ ანტონიანი - საქართველოში „კეთილ სამარიელთა“ ორგანიზაციის საუკეთესო მასწავლებელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

856151 341274119322740 35184723 o(1)

2 მარტს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის ცენტრს ეწვივნენ საქართველოშიკეთილი სამარიელთაორგანიზაციის კოორდინატორი მერაბ ორაგველიძე, ვიცეკოორდინატორი კარენ ერიციანი, ქრისტიანული აღზრდის სწავლების კოორდინატორი ხათუნა წკრიალაშვილი, ეკლესიათა კონსოლიდაციის საქმიანობის კოორდინატორი გულიკო კოშკელი. საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორმა წარადგინა საქართველოს სომეხთა

883611 341274279322724 1247728668 o

ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრის სულიერი ინსტრუქტორი გევორგ ანტონიანის საქართველოშიკეთილი სამარიელთაორგანიზაციის საუკეთესო მასწავლებლად ცნობის განკარგულება და საზეიმოდ მას გადასცა ორგანიზაციის მადლობის წერილი, წიგნაკი და პერსონალური კომპიუტერი.

საქართველოში "კეთილი სამარიელი" ორგანიზაციის ვიცეკოორდინატორის კარენ ირიციანის ინიციატივით, ორგანიზაციის სიმბოლო-საზეიმო ტორტის და ფეიერვერკის თანხლებით, გაწეული სამუშაოს შეფასების და ფასიანი საჩუქრისათვის საუკეთესო მასწავლებელმა მიიღო კოლეგების მილოცვები და კეთილი სურვილები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მსახური დიაკვანი გევორგ ანტონიანი ორი წელია საქართველოში ემსახურება ორგანიზაციასკეთილი სამარიელი“. ათ აღსაზრდელთან ერტად მან ზაფხულის დასვენება გაატარა კურორტ კოჯორში, სადაც ახალგაზრდა მასწავლებლის გუნდი გამოირჩეოდა დისციპლინითა და აქტიურობით.

განაგრძობს რა ღვთისმოსავ საქმიანობას, ახალგაზრდა დიაკვანი ქრისტიანობის გაკვეთილებს ატარებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის საკვირაო სკოლისა და ყველა მოქმედი ჯგუფის წევრებისათვის.