1geo

fb you od

სირია: პირდაპირი ჩართვა ალეპოს სომხური სათვისტომოს სპიკერ ჟირაირ რაისინთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

169462 291706154279537 754795911 o

არაბულ სამყაროში, კერძოდ სირიაში მიმდინარე მოვლენები სომეხთათვის განსაკუთრებით საგანგაშოა.   სომხური გენოციდისაგან თავდაღწეულმა სომხებმა   თავი შეაფარეს სირიას,   შექმნეს დიდი სომხური სათვისტომო. იქ დამკვიდრებულ ჩვენი თანამემამულეებისთვის ისევ     კრიტიკული პერიოდი დადგა ქვეყნის შიდა აჯანყებების, სამოქალაქო ომის შედეგად.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველ გამოშვებაში ავრცელებენ   ახალი ამბებს დაღუპულთა შესახებ, მათ შორის არიან აგრეთვე ალეპოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი,   ამიტომ ბუნებრივია თბილისის სომხური   საზოგადოებაში ინტერესი იქ     არსებული ვითარებისა და აღმოსაჩენი დახმარების   შესახებ.

54233 291706140946205 400466575 o

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზიდან დაამყარეს პირდაპირი კავშირი ალეპოსთან, თბილისელძთა კითხვებს პასუხობდა ალეპოს სომხური სათვისტომოს სპიკერი ჟირაირ რაისისანი. მან შეკრებილებს წარუდგინა ალაპეოს სომხური სათვისტომო, სომხური ეკლესიაები, სათემო სტრუქტურები. ეს ყველაფერი სამწუხაროდ გახდა   არაბული   „გაზაფხულის“ მსხვერპლი. დაღუპულთა რიცხვმა ალეპოში 50-ს მიაღწია. ესენი არაბული ჯარის სომეხი მოსამსახურეებია, მოხალისეები და რიგითი მოქალაქეები.

ლევონ ჩიდილიანის კითხვაზე, თუ   მიგრაციის რა დონეა ამჟამად, რაისიანმა უპასუხა, რომ საომარი მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით ხალხი თავს აფარებს ქალაქის უსაფრთხო რაიონებში მცხოვრები ნათესავების ბინებს, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში კი ძირითადად სამშობლოში მიემგზავრებიან, სომხეთშია ევაკუირებული   5 ათასი ადამიანი, ასეთივე მდგომარეობაა ლიბანში, სადაც ცხოვრობენ სომხები.    

რა თქმა უნდა, ყველა იყო დაინტერესებული ალეპოს დაბომბილი წმინდა გიორგის ეკლესიის მდგომარეობით. რაისიანის თქმით, ეკლესია, რომელიც შეტაკებების ცენტრშია, არ არის დაბომბილი, ეკლესია დამწვარია. საბედნიეროდ დედა   საკურთხეველი არ დაზიანებულა, არამ I     პატრიარქის დავალებით, სარემონტო სამუშაოები დაიწყება დაუყოვნებლივ   ხელსაყრელი პირობების შექმნისთანავე.

რაისიანის თქმით, მათ გვერდიათაა დედა სამშობლო და მთელი სომხური   საზოგადოება.   ყველა სომხური სტრუქტურა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და რელიგიური მიდგომებისა, ერთიანია თანამემამულეთა მხარდაჭერის საკითხში.

საქართველოში სომეხთა   ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა   რაისიანის   მეშვეობით მიმართა ალეპოს სომეხ მოსახლეობას, გაიხსენა სომეხთა ბედი, მათ გამძლეობა,   მოთმინება და ღვთის წყალობა უსურვა.

შემდეგ   დარბაზში შეკრებილების კითხვებს უპასუხა არაბმა და-ძმამ. ისინი   შვეიცარიაში გამგზავრების გზაზე, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, აღმოჩნდნენ თბილისში, ამ დღეებში დადიოდნენ სომხურ ეკლესიაში, დაუახლოვდნენ სათვისტომოს წევრებს. ისინი ფლობდნენ სომხურს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის წინადადაებით გადაწყდა სირიული სომხური სათვისტომოსთვის დახმარების აღმოჩენა.