1geo

fb you od

სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

546806 291165737666912 356558519 n

17 ნოემბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა ერთობლივად სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრისა და საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის მიერ. ღონისძიების სპონსორი გახლდათ   სრ კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა სამინისტრო.

262186 291165621000257 1252845718 n

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სრ   საელჩოს მრცეველი ლევონ თორგომიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი და სხვა.  

გამოფენაზე ნაჩვენები იქნა არსებობის 17 წლის განმავლობაში „ვერნატუნ“ კავშირის გამოქვეყნებული   140-150 დასახელება წიგნების თითქმის ნახევარი.   გამოფენა გახსნა კულტურის ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან აღნიშნა, რომ   „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების რაოდენობამ შვიდს მიაღწია. მკითველის მაგიდაზე დაიდო „ვერნატუნ“ კავშირის უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის ავტორთა წიგნები, რომლებიც გამოქვეყნდა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურის ცენტრის შუამდგომლობით და გალუსტ გიულბენკიან ფონდის მატერიალური მხარდაჭერით.

საღამოს წამყვანმა - „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა ხაზი გაუსვა ეპარქიის წინამძღვარის და „ჰაირტუნ“ ცნეტრის ფასდაუდებელ საქმიანობას. უფროსი თაობიდან ხაჟაკ ეფრიკიანის მოთხრობათა კრებული მიეძღვნა მისი დაბადების 90-წლისთავს, საშუალო   თაობის შემოქმედთაგან გამოქვეყნდა სილვა სიფანუჰის კრებული "სიყვარულის პრემია", რომელიც   ეძღვნება მის 55 წლის იუბილეს, ახალგაზრდა თაობიდან წარმოდგენილი იყო   არაქსია სნხჩიანის ლექსების კრებული "სხვა მთვარიდან".  

მადლიერებისა და კურთხევის სიტყვაში   ეპარქიის ლიდერმა   მიულოცა ავტორებს წიგნების გამოქვეყნება და განაცხადა, რომ ჯავახეთის სომხები ყოველთის ერთგულნი არიან თავიანთი მიწა-წყლისა.   საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ვითარდება     მრავალი ერის ლიტერატურა და კულტურა, მათ შორის სომხურიც.

პრეზენტაცია ლამაზი შესრულებებით დაამშვენეს   პეტროს ადამიანის სახელობის   თეატრის მსახიობმა მელანია ბარსეღიანმა,   104 -ე სკოლის მოსწავლეებმა (მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი) და ა.შ.