სიახლეები
|
2018 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დარბაზში ადგილები დაეკავებინათ, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველ მდივანს საქართველოში, ართურ სარგსიანს, სათვისტომოს მოხელეებს, ინტელიგენციას, თბილისელი საზოგადოების წარმომადგენლებს. დამსწრეებს მიესალმა და ღონისძიება გახსნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა. სომხეთში სახელმწიფოებრიობის განვლილ გზაზე მოხსენებით გამოვიდა სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე, ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი. მომხსენებელმა დააყენა გასული საუკუნის მძიმე და რთული მოგონება იმ დროისა, როდესაც ჩვენმა ხალხმა გმირულად დაიცვა თავისი არსებობისა და თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება, დიდ მსხვერპლზე წასვლის ფასად აღადგინა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. მოხსენების სპეციალური დადასტურება ღონისძიებაზე ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი გახდა. სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატმა საქართველოში, სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლის იუბილე მიულოცა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა ღონისძიება და დამსწრეები დალოცა. მეუფე ვაზგენმა მიმოიხილა სახელმწიფოებრიობის აღდგენის და სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ხალხის ბრძოლის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა მისი განმტკიცებისა და განვითარებისათვის სომხეთში და მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხების მიზანდასახულ და მიზანმიმართულ საქმიანობას. მეუფე ვაზგენმა დააფასა ღონისძიების ინიციატორ- ორგანიზატორები ენოქ თადევოსიანისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სახით. ღონისძიება „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდისა (ქორმაისტერი მარია აბულიანი, პიანისტი- კარენ მირზოიანი) და სოლისტის, აიდა ბაზოიანის მიერ სომხეთისა და მისი გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერების შესრულებით დასრულდა, რომელმაც დამსწრეებს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
|