1geo

fb you od

სამცხე-ჯავახეთში მორიგი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ქალაქ ახალციხეში, „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიასთან არსებულ შენობაში „ვაზგენ სურენიანც“-ის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.
დღე სადღესასწაულო იყო, საზეიმო ცერემონიაში IMG-5d5b5da43fe4c9e577b45ad12cf4c4d6-Vმონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე. ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე  ახალციხის ნინოწმინდისა და ახალქალაქის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, დეპუტატები, სათემო მოხელეები, საეპისკოპოსოსა და ეპარქიის თანამშრომლები.
გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერი ინსპექტორი, მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, დეპუტატი გიორგი კოპაძე, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი, ახალციხის საკრებულოს სოციალური, სამედიცინო, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბარძუმ ბაბოიანი და სხვები.
მომხსენებლები მიესალმნენ ეპარქიის ინიციატივას და საქმიანობაში წარმატებები უსურვეს, იმედი გამოთქვეს, რომ ამ ცენტრის ფუნქციონირებით ახალციხის სომხობას IMG-7d25ec61c11b5b5162a7a27cf3e0c4c3-Vთავისი იდენტობის შენარჩუნებისა და სასულიერო და კულტურული ცხოვრების განვითარების შესაძლებლობა ექნება.
ამის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით, ცენტრის კურთხევის რიტუალი შესრულდა, რომლის შემდეგაც მეუფე ვაზგენმა ცენტრის გახსნა მიულოცა,  დალოცა  და დიდად დააფასა სულიერი ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის ინიციატივა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა ასევე ახალციხის ხელისუფლება სომხების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და წახალისებისთვის. ცენტრში იფუნქციონირებს ცეკვის, სიმღერის, ესთეტიკური, დედა ეკლესიის ისტორიის სწავლების წრეები. ცენტრის დირექტორად ასია ეპრანოსიან- ბაბოიანი დაინიშნა.
ახლადგახსნილ ცენტრში სასიამოვნო საკონცერტო პროგრამით IMG-34b8ec982393a592c46eec1c3c6008bc-Vწარსდგნენ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის „ახალცხა“ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ქორეოგრაფ ვერონიკა ჰამბარიანის და წყალთბილის საჯარო სკოლის „ნორ შენ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფ არმინე აივაზიანის ხელმძღვანელობით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ახალციხეში თან ახლდნენ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის დამხმარე მოძღვარი, მღვდელი კირაკოს სიმონიანი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი.  
„ვაზგენ სურენიანც“-ის სახელობის ცენტრი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში რიგით მეოთხე ცენტრია. მსგავსი ცენტრები ფუნქციონირებს ახალქალაქში, ნინოწმინდაში და სოფელ არაკოვაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)