2018 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, საკვირაო წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მეუღლესთან ერთად, ჯინიშიანის ფონდის წარმომადგენლები, ეპარქიის წინამძღვრის თანმხლები დელეგაციის წევრები. წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას, ეპისკოპოსმა ვაზგენმა, სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ხაზი გაუსვა მორწმუნეთა სომხურ საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობას. მეუფემ ეკლესიისათვის ნაჩუქარი გამოსახულებები აკურთხა, რომელი ხატებითაც „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია შეიმკობა. წირვა-ლოცვის დასასრულს, სტუმრებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრში გადაინაცვლეს, რათა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, ფერმწერის, სუსანა მკრტჩიანის პერსონალური გამოფენის გახსნაში მიეღოთ მონაწილეობა. ფართო პალიტრით ცნობილ მხატვარ ქალბატონს ქსოვილზე შესრულებული მინიატურული ფერწერით წარმოედგინა მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამქვეყნად მოვლინების ხარებიდან ზეცაში ამაღლებამდე, რაც ასევე სუსანა მკრტჩიანის, ქრისტიანის, დიდი მარხვა იყო. თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ჩვენების შემდეგ ეს გამოფენა ამჯერად ზღვისპირა ამ ქალაქში გაიხსნა. გამოფენა აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა გახსნა, ხაზი გაუსვა ასევე ბათუმელი სომხების ცნობილი მხატვრის ხელოვნებასთან ზიარების მიზანს. ხელოვნების ამ ნამუშევრების სპეციფიკურ იდეაზე ისაუბრეს, კონსულმა ეღიშე სარგსიანმა, ჯინიშიანის ფონდის ერევნის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა არმენ ჰაკობიანმა. ბოლოს, ღვაწლმოსილმა ხელოვანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, თავისი ნამუშევრების ეპარქიის სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენაში მხარდაჭერისათვის. გამოფენა კურთხევისა და დაფასების სიტყვით შეაჯამა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა ხაზი გაუსვა, სუსანა მკრტჩიანის საქმიანობას, ვინც არა მხოლოდ ქმნის ხელოვნების ნამუშევრებს, არამედ უკვე 4 ათწლეულია ასწავლის და მოზარდ თაობას აძლევს ესთეტიკურ განათლებას, ასწავლის მათ ხელოვნებისა და ხელობის სხვადასხვა სახეობას. ეპარქიის წინამძღვარმა განაცხადა, რომ გამოფენა შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს ეძღვნება. ამ გამოფენით დასრულდა მეუფე ვაზგენის ორდღიანი წინამძღოლობითი ვიზიტი აჭარაში და შეხვედრები ადგილობრივ სომხურ თემთან.
|