სიახლეები
|
2018 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ეპარქიის მფარველობით მოქმედ ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს ეწვია და ცენტრის სამხატვრო ჯგუფების ზეიმს დაესწრო. მანთაშიანც ცენტრს სტუმრებისათვის ლამაზი სიურპრიზი მოემზადებინა. ადგილობრივი სახალხო თეატრის ძალებით, თუმანიანის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი, პოემის „მოქეიფეს ქეიფი არ მოაკლდება“ (სომხ. „ქეფ ანიღი ქეფე ჩი პაკასი“) დადგმიდან ორი ეპიზოდი იქნა წარმოდგენილი. აღფრთოვანებამ მოლოდინს გადააჭარბა. ბათუმის სომხური თემის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა, დიდი გულმოდგინებით, მდიდარი ფანტაზიითა და მსახიობური ლამაზი და ოსტატური თამაშით წარადგინა დიდი ლორელის ყოველთვის აქტუალური ნაწარმოები. წარმოდგენა დამსწრეთა აღფრთოვანებისა და კმაყოფილების თბილი გამოხატულებით მიმდინარეობდა. შეფასების სიტყვით გამოვიდნენ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბატონი ეღიშე სარგსიანი, ჯინიშიანის ფონდის აშშ-ს ოფისის დირექტორი ელიზ მინასიანი და ერევნის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი არმენ ჰაკობიანი. ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა. მეუფე ვაზგენმა ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც თავისი საბავშვო ბაღით, საკვირაო სკოლითა და შემოქმედებითი ჯგუფებით ნამდვილად გახდა ბათუმელი სომხების ეროვნული ცენტრი. ხაზი გაუსვა სახალხო თეატრის დაარსებას, ბათუმის სომხური თემის სხვადასხვა სფეროს მოხელეთა ჩართულობას წარმოდგენებში, რაც უდაოდ ახალი სტიმულია ბათუმელი სომხების ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების მიმართულებით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენმა, მადლობა გადაუხადა ჯინიშიანის ფონდს, ცენტრის საქმიანობის განვითარებისთვის და ფონდის აშშ-სა და ერევანის ოფისების დირექტორებს ძველი ტიფლისის ხედებით ფერწერული ტილოები გადასცა. ეპარქიის წინამძღვარმა სწორად დაგეგმილი საქმინობისა და გულმოდგინე მსახურებისათვის დალოცა და დიდად დააფასა ცენტრის ხელმძღვანელი სონა ჰოვანისიანი და სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მიერ სტუმრების საპატივცემულოდ გამასპინძლება გაიმართა.
|