2018 წლის 15-16 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაციას, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის სომხურ თემთან ჰქონდა შეხვედრა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ, ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის აშშ-ს ოფისის დირექტორი ელიზ მინასიანი, ერევნის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი არმენ ჰაკობიანი, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი არუსიაკ ტერჩანიანი, ეპარქიის თანამშრომლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან შეხვედრის მიზეზმა ოზურგეთის „სურბ საჰაკ პართევ“ საკვირაო სკოლასთან შეეკრიბა ათეული წლის წინ აქ დამკვიდრებული, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული, თუმცა სომხური სულისკვეთება შენარჩუნებული სომხური თემის წევრები. ოზურგეთელები ეპარქიის წინამძღვარს ტრადიციული პურ-მარილით დახვდნენ. სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ საჰაკ პართევ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირინა მარგარიანის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სომხურად ნასწავლი თავიანთი გამოთქმა, სიმღერა და სიტყვა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა, წარმოადგინა დედაენის სწავლის, ეროვნულის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ადგილობრივი სომხური თემის დიდი სურვილი. ღონისძიების დასასრულს კურთხევისა და დაფასების სიტყვით გამოვიდა ეპარქიის წინამძღვარი. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა, ოზურგეთის სომხური თემის გაერთიანებისა და ეროვნულის შენარჩუნების დიდ სურვილზე და ადგილზე განათლების, კულტურის და ახალგაზრდული ცენტრის დასაარსებლად სახსრებს მოზიდვა შესთავაზა, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ადგილობრივი სომხების ეროვნული კერა გახდება. ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის მიერ საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ. ბოლოს სომეხთა თემის მიერ გამასპინძლება გაიმართა.
|