1geo

fb you od

„უცნობი ცნობილის შესახებ ... “ მოგზაურობა არცახის რაიონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში „უცნობი ცნობილის შესახებ ... “ ციკლიდან მორიგი სლაიდ შოუ გაიმართა. არცახში თავის უკანასკნელ მოგზაურობაზე, რომელიც გადიოდა ასკერანის, ჰადრუთისა და მარტუნის რაიონებზე, ცნობილმა მინიატურისტმა გოჰარ ჰაკობიანმა ისაუბრა და სლაიდების საშუალებით წარმოაჩინა ადგილზე არსებული იშვიათი ისტორიულ-კულტურული ძეგლები, წმინდა ადგილები, ციხესიმაგრეები.    
მომხსენებელმა ეს მოგზაურობა 1988 წლამდე არსებული მთიანი ყარაბაღის 47792742რესპუბლიკის საზღვრებში განახორციელა. მან ისაუბრა სოფელ სრაბეკზე, დაშუშენ თემზე, „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაზე, მელიქ ეგანსა და მის მე-9 თაობაზე, ბრნიგეღციებზე. წარმოადგინა ეკლესია-მონასტრების არქიტექტურული სტილი, ისტორიული ბედი, აღწერა გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული მნიშვნელობა, გაშიფრა თითოეული ძეგლის სახელწოდება.
საინტერესო სლაიდებისა და შინაარსიანი განმარტებებისათვის გოჰარ ჰაკობიანს მადლობა გადაუხადეს  მიქაელ თადევოსოვმა და არტემ 48056313კირაკოზოვმა.
გოჰარ ჰაკობიანმა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიების დასასრულს, კურთხევისა და შეფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა გოჰარ ჰაკობიანის სიყვარული და ინტერესი არცახის ისტორიის, სულიერი და კულტურული ძეგლებისადმი, ხაზი გაუსვა შესწავლილის დამსწრეთათვის გადაცემის მისწრაფებას, მოუწოდა, რომ იგივე ენთუზიაზმით გააგრძელოს ცნობილთა უცნობი ისტორიის წარდგენა.
სლაიდ შოუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)