2018 წლის 1 დეკემბერს, თბილისის „Art Hall“ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კონცერტი, სახელწოდებით: „რწმენა ურყევია, სახელმწიფოებრიობა შეუქცევადი“, რომელიც მიეძღვნა თომა და ბართოლომე დამფუძნებელი წმინდა მოციქულების ხსოვნას, რომლებმაც ქრისტიანობის სინათლე სომხეთში ჩამოაბრძანეს და სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-100 წლისთავებს. ამით 1700 წლიანი ქრისტიანული მრწამსის მიმდევარმა სომეხი ხალხის შთამომავლობამ სომხური ქვეყნის წმინდა მოციქულების ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა. კონცერტი სადღესასწაულო იყო სამშობლოდან შორს მცხოვრები ხალხებისა და ასევე თავის მეორე სამშობლოში მცხოვრები საქართველოს სომხებისათვის, თავისუფლად ქმედების, ეროვნული კულტურის განვითარების და იდენტობის შენარჩუნების გამოვლინება. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, სპეციალურად ამ მიზნით თბილისში ჩამოსული სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი ტარონ შაგოიანი, საქართველოს კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ალექსანდრე გრიგალაშვილი და ასევე რეგიონებისა და თბილისის სომხურ ეკლესიებში მსახური სასულიერო დასი, ცენტრების ხელმძღვანელები და სტუმრები. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდი, ხელმძღვანელი-ლუიზა ვარდანოვა; თბილისის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდი, ხელმძღვანელი- მარინა აბულიანი; „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი- სურენ აბრამიანი; დუდუკის ჯგუფი, ხელმძღვანელი- ივანე მკრტჩიანი; დოლის ჯგუფი, ხელმძღვანელი- რობერტ კაშავანიძე; „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი, ხელმძღვანელი- ვლადიმირ ასატუროვი; თბილისის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მნათე“, ქორეოგრაფები- კახა მარკოიშვილი და ზაზა მჟავანაძე; რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის „ნემრუთ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი- სტელა სელეპანოვა; ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის (ხელმძღვანელი- ჟორა სნხჩიანი) „პარნას“ მხატვრული კითხვის სტუდიის მოსწავლეები; ახალქალაქის „კარაპეტ არქიეპისკოპოს ბაგრატუნის“ სახელობის ცენტრის გუნდი „ჯავახქიან ძაინერ“, ხელმძღვანელი- გაიანე აღაჯანიანი; ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის „ახალცხა“ ცეკვისა და მუსიკის ანსამბლი, ქორეოგრაფი- ვერონიკა ჰამბარიანი; წყალთბილის საჯარო სკოლის „ნორ შენ“ ანსამბლი, ქორეოგრაფი- არმინე აივაზიანი; „ვანქ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი- ლიანა კაშავანიძე; „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი- ანგელინა ნაზარიანი; „ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფი- სვეტლანა ერიციანი; ისევე როგორც სოლისტები: ანი თოროსიანი, დონარა არსენიანი, როზანა მიქაელიანი, აიდა ბაზოიანი, ნინა კარაპეტიანი და ჰენრიხ პეტროსიანი. ღონისძიება გახსნეს და დღის საიდუმლოზე ისაუბრეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა და კულტურის განყოფილების დირექტორმა სურენ აბრამიანმა. დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დამსწრეებსა და მთელი მსოფლიოს სომხებს საეკლესიო წმინდა დღესასწაული მიულოცა, ხაზი გაუსვა ქრისტიანული რწმენისა და ეკლესიის როლს ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხში, სომეხი და ქართველი ხალხისათვის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობას, და 100 წლის წინანდელი პირველი რესპუბლიკების არსებობის ფაქტს. კონცერტის წამყვანების, ანა მიქაელიანისა და ჰენრიხ პეტროსიანის მოწვევით, დიადი დღესასწაულის სადიდებლად, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სომხური და ქართული ცეკვა, სიმღერა და მხატვრული კითხვა. ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეაჯამა. მეუფემ დამსწრეებს წმინდა მოციქულთა დღესასწაული მიულოცა, მათ ცვლილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრებაში მოციქულთა გავრცელებული რწმენითა და ლოცვით ცხოვრებისა და ქრისტიანული სიყვარულით უძველესი სომხური ეკლესიის ურყევად შენარჩუნებისკენ მოუწოდა. სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესასწაულის ხაზგასმით, მეუფე ვაზგენმა საქართველოს სომხებს ორი ქვეყნის შვილები უწოდა, დედა სამაობლო-სომხეთი, როგორც ისტორიული სამშობლოა და საქართველო, სადაც დამკვიდრებული ყველა ეროვნების ხალხს თავისუფლად ცხოვრების, კულტურის და დედაენის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. მეუფემ დაფასების სიტყვებით მიმართა რეგიონებიდან ჩამოსულ მონაწილეებს, რომელთა ცეკვამ და სიმღერამ, მხატვრულმა კითხვამ მაღალი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. დააფასა კონცერტის ორგანიზების ის დიდი სამუშაო, რომელიც კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნის“ ხელმძღვანელმა და ჯგუფების პედაგოგებმა გაწიეს. კონცერტი, რომელსაც აქ შეეკრიბა რეგიონებიდან ჩამოსული და დედაქალაქის ცენტრების შემოქმედებითი ჯგუფების წევრები, სოლოსტები და დეკლამატორები, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის, შეურყევლობისა და შეუქცევადობის გარანტი გახდა. კონცერტის მონაწილეთა ფოტოების ლინკი:
|