სომხეთის რესპუბლიკის ვარდისფერი დედაქალაქის, 2800 წლის ერევანის ზეიმს მიეძღვნა მორიგი ღონისძიება, რომელიც 2018 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ კულტურულ- საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ზეიმს ესწრებოდნენ, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, ბატონი ეღიშე სარგსიანი, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ზღვისპირა ქალაქის სომხური თემის წარმომადგენლები, მშობლები და საზოგადოების წევრები. ღონისძიების გახსნით, ცენტრის ხელმძღვანელმა სონა ჰოვანისიანმა დამსწრეებს ერევნის 2800 წლისთავი მიულოცა, ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის თავისი უძველესი ქალაქისადმი სიყვარულსა და თავდადებას და აღნიშნა, რომ ერევნის საპატიო იუბილე დღესასწაულია ასევე მთელი მსოფლიოს სომხებისათვის. უკანასკნელმა, ერევნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისათვის, დაფასების სიტყვებით მიმართა ცენტრის „აღბიურ“ სიმღერის გუნდის ქორმაისტერ რუზანა ოვანისიანს და მხატვრული კითხვისა და თეატრალური ჯგუფის პედაგოგ სათენიკ დანიელიანს. ცენტრის აღსაზრდელთა მიერ გაჟღერდა სიმღერები, წაკითხული იქნა ლექსები, შესრულდა გამარჯვების ცეკვები, რომელიც გახდა სომხური მდიდარი კულტურის გამოვლინება, ასევე დიადი გამარჯვებების ქება, სომხეთის დედაქალაქის აყვავებისა და განვითარების საწინდარი. ღონისძიების დასასრულს, მადლობის სიტყვით გამოვიდა კონსული, ბატონი ეღიშე სარგსიანი. უკანასკნელმა, საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის სომეხი ხალხის ბრძოლის ქრონიკაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ სომეხ ხალხს დღეს უკვე თავისი თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო აქვს, აქვს თავისი 2800 წლის დედაქალაქი ერევანი, რომელიც სტუმართმოყვარე და საყვარელი ქალაქია ადგილობრივების, ვიზიტორებისა და სრულიად სომეხთათვის. ღონისძიების შეჯამებით, ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მამობრივი დალოცვა და იუბილესადმი მილოცვა გადასცა, უსურვა, რომ მთელი მსოფლიოს სომეხთა თავშესაფარი, მრავალი უბედურების მნახველი და განსაცდელგამოვლილი სომხეთის დედაქალაქი, კიდევ უფრო გალამაზდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და სტუმართმოყვარედ მიიღოს მთელი მსოფლიოს სომხები და სტუმრები. ღონისძიება მონაწილეებისათვის მხიარული და სადღესასწაულო განწყობის ჩუქებით დასრულდა.
|