1geo

fb you od

შემოდგომა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის (განათლების განყოფილების 20181114 150332დირექტორი ევგენია მარკოსიანი) ღია გაკვეთილი იყო თემაზე- „შემოდგომა“. საკლასო ოთახში მხიარული, ნაირფერი საშემოდგომო გარემო  სუფევდა. შემოდგომა თავისი ფერებით, მოსავლითა და ნობათით შემოსულიყო და აქ დამკვიდრებულიყო.  შესამჩნევი იყო, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მშობელთა მხარდაჭერით, ბავშვებისათვის თვალსაჩინო გაეხადათ წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელი სიჭრელე, ფოთოლმცვენი 20181114 150525ხეები, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე.
გაკვეთილი მრავალრიცხოვანი იყო, რომელსაც ესწრებოდნენ, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სასულიერო დასი, ეპარქიის თანამშრომლები, მშობლები და სტუმრები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საბავშვო ბაღის ამ სასწავლო წლის პირველი ღონისძიება იყო, ამან ხელი არ შეუშალა აღსაზრდელებს. დამრიგებელმა ანი ზეინალიანმა 20181114 150952ჩვეულებისამებრ დაიწყო გაკვეთილი, მოსწავლეებისათვის კითხვების დასმით. ხოლო ისინი ძალდაუტანებლად, მათთვის დამახასიათებელი გამბედაობით, სწორად და ნათლად პასუხობდნენ,  იმის წარმოჩენით, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა უკვე ბევრი რამ იციან და შეუძლიათ დააკმაყოფილონ დამსწრეები.  მხიარული გაკვეთილის მონაწილენი გახდნენ ასევე მშობლები, ბავშვების მიერ უფროსებისათვის დასმულ გამოცანებზე პასუხების გაცემით.
20181114 152746 001მხატვრული კითხვით, გამოცანებითა და სიმღერებით გაჯერებული ღია გაკვეთილის ლამაზ დასასრულად იქცა ბავშვების ხელით ჩურჩხელების ამოვლება, რამაც საკლასო ოთახში დიდი ჟრიამული გამოიწვია  და მხიარული განწყობა შექმნა.
ღონისძიება კურთხევის სიტყვით შეაჯამა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. უკანასკნელმა დიდად დააფასა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ანი ზეინალიანის, მეტაქსია ღაზარიანის და ლია ხიფარიშვილის სანუკვარი სამუშაო, ასევე მადლიერების სიტყვებით მიმართა მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები მოჰყავთ სომხური სულისკვეთებით აღმზრდელ ამ საბავშვო ბაღში.
ღონისძიება ბავშვების მიერ წარმოთქმული საუფლო ლოცვით დასრულდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)