1geo

fb you od

„ელ-მარ“ მოძრავი თეატრის წარმოდგენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 13 ნოემბერს, უჩვეულო მხიარულება სუფევდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. დარბაზი სავსე იყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებით, თბილისის სომხური სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებით, მათი მშობლებითა და მასწავლებლებით. ბავშვებს ერევანის „ელ მარ“ მოძრავი თეატრალური დასი მასპინძლობდა, 20181113 144628რომელსაც მუსიკალური კომედია „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ უნდა წამოედგინა.
ეს რამდენიმე წლის წინ სომხეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში „ჰაიარტუნ“ ცეტრში განხორციელებული მესამე ვიზიტია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში შემოქმედებითობის განვითარებაა, წინა ვიზიტი გარემოსდაცვით თემას ეხებოდა,  ამჯერად კი თეატრი და თეატრალური თემა იყო „ელ-მარ“ მოძრავი თეატრის სახით, ხოლო მესამე ვიზიტი სამხედრო-პატრიოტული იქნება. ახალგაზრდული შემოქმედებითი ცენტრის დირექტორმა ნარა არამიანმა ხაზი გაუსვა მოსწავლეთა სომხური სულისკვეთებით აღზრდას და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლინებისადმი მიძღვნილ მსგავს ვიზიტებსა და თანამშრომლობას.
ერევანის „ელ-მარ“ მოძრავი თეატრი, დამფუძნებელი რეჟისორისა და მსახიობის არმენ დალაქიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო კომპანიის და კინოსტუდიის 20181113 145631დაფინანსებით ფუნქციონირებს. თეატრის მიზანი სომეხი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ზღაპრების დადგმით სომხურ კულტურასთან დაახლოებაა, ბოროტზე კეთილის ძლევით სიყვარულისა და ქველმოქმედების შთაგონება. „ელ მარ“ მოძრავი თეატრი  თვეში სულ ცოტა ერთხელ მაინც გასვლით წარმოდგენას მართავს ერევანში, გასტროლებით წარდგება სხვადასხვა რაიონში, აღნიშნული ვიზიტი კი მოძრავი თეატრის პირველიDSC06685 გასვლითი წარმოდგენა იყო სომხეთის ფარგლებს გარეთ და იგი თბილისში განხორციელდა. თეატრალური წარმოდგენა საქველმოქმედო იყო.
 „ფიფქიასა და შვიდი ჯუჯის“ ისტორია რა თქმა უნდა ნაცნობი იყო ბავშვებისათვის თუმცა შეცვლილმა მსახიობებმა,  მათმა მხიარულმა, ბუნებრივმა და ოსტატურმა თამაშმა  აღაფრთოვანა პატარები. დარბაზში არ წყდებოდა ჟრიამული და ოვაციები, ასევე ემიციური გამოხმაურებები, რამაც შთააგონა როგორც უფროსი ასევე ახალგაზრდა მსახიობები.
მხიარული განწყობა, რომელიც კეთილის ძლევით შეიქმნა, მხურვალე ოვაციებთ  დასრულდა, რომელიც მაყურებლის ერთგვარი მადლობა იყო საინტერესო წარმოდგენის, მსახიობური თამაშის, მხიარული მუსიკის, სასაცილო მოძრაობებისა და მხიარული ცეკვისათვის. აი ასეთი იყო „ელ-მარ“ მოძრავი თეატრის პირველი  წარმოდგენა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)