1geo

fb you od

ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სტუმრები იყვნენ ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის ერევნის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი არმენ ჰაკობიანი, რესურსების განვითარების მენეჯერი ლიანა სარგსიანი, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების კოორდინატორი რუბენ კრიკიანი და ერევნის პროგრამების კოორდინატორი გაიანე აღაიანი.
ვიზიტის მიზანს ფონდის უკვე 10-წლიანი ისტორიის მქონე „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისათვის 2018-2019 წწ.“ პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგენდა.20181106 164123
პროგრამა, რომელიც ხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის 7 უნივერსიტეტში და რომელშიც პირველად არის ჩართული საქართველოს სომეხთა თემი, მიზანმიმართულია ახალგაზრდებში განავითაროს სწავლის, კვლევის და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარები. „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები.
აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა პროგრამა, რომლის უმთავრესი მიზანი პროექტის წარდგენისა და გრანტის მიღების მეშვეობით ახალგაზრდების სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ფორმირების პროცესში ჩართვა, ახალგაზრდების მონაწილეობით საზოგადოების 20181106 172415პრობლემების წინ წამოწევა და ჯგუფურად მათი გადაჭრის ორგანიზებაა, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობით. პროგრამა უწყვეტია, შესაძლოა განხორციელდეს საქართველოს ყველა რეგიონში და მიმართული იყოს განათლების, კულტურის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროებისკენ.
სტუმრებმა დაწვრილებით წარადგინეს პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები, და აჩვენეს ფილმები, რომელიც მოგვითხრობდა პროგრამის მონაწილეების მიერ განხორციელებულ იდეებზე.  
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების აქტიურ გამოხმაურებას შემოთავაზებაზე.
ჯინიშიანის ხსოვნის ფონდმა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თავის წარმომადგენლად ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ემილ სარქისიანი დანიშნა. უკანასკნელი აღნიშნული პროგრამის ახალგაზრდებში განხორციელებას გაუწევს კოორდინირებას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)