სიახლეები
|
სომეხი ხალხი მთელს მსოფლიოში აღნიშნავს სომხეთის რეპულიკის დედაქალაქის, ერევნის 2800 წლისთავი. ერევნის დაარსების 2800 წლის იუბილეს მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრებშიც. 2018 წლის 27 ოქტომბერს AGBU ვირტუალური უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა ონლაინ ტური 2800 წლის ერევნით. სკაიპის მეშვეობით(„ჰიბრიდ“ საგანამანათლებლო პროგრამის კოორდინატორმა, არფინე თავაქშიანმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრებილებს, ცენტრის სომხური ენის სწავლებისა და მხატვრული წრეების მოსწვლეებს, ასევე თბილისში მცხოვრები სომეხი საზოგადოების წარმომადგენლებს ერევნის ისტორია გააცნო და ჩაატარა ვირტუალური ექსკურსია ქალაქში. 2018 წლის 28 ორქტომბერს საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით და „ჰაიარტუნის“ მხარდაჭერით გაიმართა ერევნის 2800 წლის იუბილეს მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება. სიტყვით გამოვიდა „ჰაიარტუნის“ ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი. მან დამსწრეებს მიულოცა ქალაქის იუბილესთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვიდა ასევე სომეხი ინტელიგენტიის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანი. მან საინტერესოდ წარადგინა სომხეთის დედაქალაქის ისტორია. განხილვას მოჰყვა საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო ანსამბლმა (ხემძღვანელი- მარია აბულიანი), დოლისა და დუდუკის ჯგუფებმა (ხელმძღვანელები- ივანე მკრტჩიანი, რობერტ კაშავანიძე), კარენ მირზოინმა, გენრიხ პეტროსიანმა და ოქსანა იაშაღიანმა. სადღესასწაულო ღონისძიების ბოლოს მადლობის სიტყვით გამოვდნენ ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანმა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატმა არტურ სარქისიანმა. ერევნის 2800 წლისთავი აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარიქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ენტრში. სადღესასწაულო ღონისძიება დაიწყო ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანის ლოცვით. სიტყვით გამოვიდა ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი, რის შემდეგაც ღოსიძიება გახსნილად გამოხცადდა. ცენტრის მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზებაში დაეხმარნენ ცენტრის მასწავლებლებმა სამველ ფუთულიანმა, სათიკ სნხჩიანმა და ირინა ქლოიანმა. ღონისძიების დასასრულს მადლობის და მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ ცენტრის ღელმძღვანელები, მშობლები და დამსწრეები.
|