1geo

fb you od

ახალციხეში პატივი მიაგეს შარლ აზნავურის ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წევრი-თანამშრომლები წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ახალციხეში.
დელეგაციამ მოინახულა ადგილობრივი „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია და გაეცნო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.
დელეგაციის წევრებმა შეუერთდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და1 სრულუფლებიან ელჩს რუბენ სადოიანსა და საელჩოს თანამშრომლებს და დაესწრნენ შარლ აზნავურის ხსოვნას მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც შედგა „ვაჰრამ გაიფეჭიანის“ სახელობის შემოქმედთა კავშირში ხელმძღვანელი ალექსანდრ იგითხანიანის ინიციატივით..
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მონიახულეს ოვანნეს თუმანიანის სახელობის #3 სკოლა, სადაც პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის კარაპეტ ელბაკიანის მხარდაჭერით სკოლაში აშენებულ  სომეხ ცნობილ, მსოფლიოდ აღიარებულ შანსიონე შარლ აზნავურს მიძღვნილი წყარო, რომელზეც 2005 წელს ახალციხეში ვიზიტის დროს შარლ აზნავურმა თავისი ავტოგრაფი დატოვა.
შემდგომ ღონისძიება გაგრძელდა „ვაჰრამ გაიფეჭიანის“ სახელობის შემოქმედთა კავშირში. დარბაზში იმყოფებოდნენ ადგილობრივი სომხური სათვისტომოსა და აზნავურის ტომის წევრები, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი ჰასმიკ სულჯიანი.
2სტუმრებს მიესალმეს ალექსანდრ იგითხანიანმა, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსულმა ახალციხის #3 სკოლის ყოფილმა დირექტორმა ლიუბა მათევოსიანმა, წყალთბილას სკოლის დირექტორმა სვეტლანა ნაჰაპეტიანმა, თემის პრესს სამსახურის ხელმძღვანელმა სუსანნა ხაჩატურიანმა და სხვებმა. ღონისძიების დროს კიდევ ერთხელ გაიხსენეს უდიდესი მომღერლის, კომპოზიტორის, პოეტის ნამუშვრები.
ასევე, აჩვენეს დოკუმენტალური ფილმი ახალციხეში შარლ აზნავურის ვიზიტის შესახებ.
ღონისძიების დროს კურთხევის  სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანმა. ან თავის სიტყვაში  ხაზი გაუსვა ახალციხეში მცხოვრებ სომხების ისტორიას და შარლ აზნავურის მაგალითით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი ხალხის მებრძოლ სულს, შემოქმედებით უნარს და წარმატებები უსურვა სომეხი ერის ყველა ღირსეულ შვილს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მოინახულა ახალციხის  სასაფლაო, სადაც დაკრძალულია არქეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი. წინამძღვარი ეპისკოპოსის მიერ ჩატარდა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.   სანთლები აანთეს, აგრეთვე,  მღვდლები რუბენ და შმავონ საღოიანების საფლავებზე.
გვიან ღამით სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ დაბრუნდა თბილისში.3

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მონიახულეს ჰოვჰანნეს თუმანიანის სახელობის #3 სკოლა, სადაც პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლის კარაპეტ ელბაკიანის მხარდაჭერით სკოლაში არსებულ სომეხ ცნობილ, მსოფლიოდ აღიარებულ შანსიონე შარლ აზნავურს მიძღვნილი წყარო, რომელზეც 2005 წელს ახალციხეში ვიზიტის დროს შარლ აზნავურმა თავისი ხელმოწერა დატოვა.
შემდგომ ღონისძიება გაგრძელდა „ვაჰრამ გაიფეჭიანის“ სახელობის შემოქმედთა კავშირში. დარბაზში იმყოფებოდნენ ადგილობრივი სომხური სათვისტომოსა და აზნავურის ტომის წევრები, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი ჰასმიკ სულჯიანი.
სტუმრებს მიესალმეს ალექსანდრ იგითხანიანმა, მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსულმა ახალციხის #3 სკოლის ყოფილმა დირექტორმა ლიუბა მათევოსიანმა, წყალთბილას 4სკოლის დირექტორმა სვეტლანა ნაჰაპეტიანმა, თემის პრესს სამსახურის ხელმძღვანელმა სუსანნა ხაჩატურიანმა და სხვებმა. ღონისძიების დროს კიდევ ერთხელ გაიხსენეს უდიდესი მომღერლის, კომპოზიტორის, პოეტის ნამუშვრები.
ასევე, აჩვენეს რეპორტაჟი ახალციხეში შარლ აზნავურის ვიზიტის შესახებ.
ღონისძიების დროს თავისი სიტყვა თქვა, აგრეთვე, სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალციხეში მცხოვრებ სომხების ისტორიას და შარლ აზნავურის მაგალითით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომეხი ხალხის მებრძოლ სულს, შემოქმედებით უნარს და წარმატებები უსურვა სომეხი ერის ყველა ღირსეულ შვილს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ მოინახულა ახალციხის ის სასაფლაო, სადაც დაკრძალულია არქეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი და წინამძღვარი ეპისკოპოსის მიერ ჩატარდა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
სანთლები აანთეს, აგრეთვე, მეუფეები რუბენ და შმავონ საღოიანების სასაფლაოებზე.
გვიან ღამით სომეხთა ეპარქიის დელეგაციამ დაბრუნდა თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)