2018 წლის 10 სექტემბერს საქართველოს მწერალთა კავშირის საუკუნოვანი დარბაზი მასპინძლობდა ქართულ და სომხურ პოეტური სიტყვის გულშემატკივრებს, სომხურ-ქართულ ლიტერატურული კავშირის დამფასებლებს. აქ ერების მეგობრობის, ლიტერატურული კავშირების გაღრმავების, ერთმანეთს ლიტერატურული სიტყვით მიახლოების აუცილებლობას მიძღვნილი მორიგი ღონისძიება იმართებოდა, რომლის მიზანი გახლდათ ნიჭიერი პოეტის სონა ვანის ქართულად ნათარგმნი მეორე წიგნის პრეზენტაცია. მსოფლიოს 15 ენაზე ნათარგმნი, სომეხთა გენოციდის 100 წლისადმი მიძღვნილი „ლიბრეტო უდაბნოსათვის“ ლექსების კრებული, ქართველ მკითხველს წარსდგა ცნობილი პოეტი-თარჯიმნის გივი შაჰნაზარის თარგმანით. წიგნს რედაქტირება გუკეთა მწერალმა მაყვალა გონაშვილმა, ხოლო მხატვრული გაფორმების ავტორი გახლდათ გიორგი წერეთელი. საღამო გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავჯდომარემ მაყვალა გონასვილმა. წიგნის შეფასებისას, როგორც სომხურ-ქართულ ლიტერატურული კავშირის გაგრძელება, მან აღნიშნა იმ ემოციური აქცენტის შესახებ, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ქართველმა მკითხველმა მონაწილე ხდება სონა ვანის ომისა და ადამიანის განადგურების ინსტიქტის მიმართ ბრძოლაში. ქალბატონმა გონაშვილმა გააჟღერა ნიჭიერ პოეტს სონა ვანს საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრად მიღების გადაწყვეტილება და მას გადასცა წევრობის წიგნაკი. დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, რომელმაც თავის სიტყვაში შეაფასა სომხურ-ქართულ ლიტერატურული კავშირის მნიშვნელობა, დააფასა ორი ერების ლიტერატურების ერთმანეთს გაცნობის იმ მისიას, რომელსაც ახორციელებს ორი ქვეყნის მწერალთა კავშირები, ცნობილი მწერალი-თარჯიმნები და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მუდამ ხელს შეუწყობს ამ კავშირების გაღრმავებას. თარგმანის ავტორი გივი შაჰნაზარი ისაუბრა სონა ვანის პოეზიის შესახებ, ხაძგასმით ემოციურ იმპულსა და პრობლემის მკვეთრი გამოკითხვის მისი პოეტურ განსხვავებულობაზე. უკანასკნელმა ერთი ნაწილი წაიკითხა ქართულად წიგნიდან „ლიბრეტო უდაბნოსათვის“. სონა ვანის პოეზიის მიმართ თავიანთი აზრი გამოხატეს მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა, მწერლებმა ბადრი ქუთათელაძემ, მანანა გორგიშვილმა, დენიკო ლოლაძემ, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. სონა ვანის ლექსები სომხურად წარადგინა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა სილვა იუზბაშიანმა. ღონისძიებისათვის სპეციალურად ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ჩამოსულმა სონა ვანმა მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზატორს. აღნიშნა, რომ „ლიბრეტო უდაბნოსათვის“ წიგნის სამიზნე წერტილია ომი, გენოციდი. „ომი ქალის ერთადერთი ბუნებრივი მტერია. ჩვენ შვილებს ვაჩენთ, მაგრამ ომი ღუპავს მათ ბრძოლის ველზე. ის, ვინც „დიახ“-ს ამბობს ბედნიერებას, „არა“-ს ამბობს ომს. შემიძლია იმის თქმა, რომ მე „იარაღი“ წავიღე ყველა იმ ქვეხნებში, რომლთა ენებზეც გადაითარგმნა წიგნი“ - თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა პოეტმა. წიგნი „ლიბრეტო უდაბნოსათვის“ ოქტომბერში წარსდგება ქენაიას პოეზიის ფესტივალზე. ხოლო მანამდე მოეტმა გაემგზავრება ჩინეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ‘’Belt and World’’ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალში. სონა ვანის „ლიბრეტო უდაბნოსათვის“ პოლონურად ნათარგმნმა წიგმნა მიიღო კლემენს იანიცკუს სახელობის იანიციუს საერთაშორისო პრიზი. სონა ვანს პოლონეთში მიანიჭეს პოეზიისა და ხელოვნების „ჰომერ“-ის ევროპული მედალი.
|