სიახლეები
|
თბილისელი სომეხი მორწმუნეები ხშირად ორგანიზებენ მომლოცველობას სხვადასხვა წმინდა ადგილებში. მიზნებისა და ოცნებების ასრულების დიდი იმედით ანთებენ სანთლებს და თავიანთი ლოცვა მოაქვთ ღმერთს. მათგან ერთ-ერთი არის სომხეთის რესპუბლიკის ჰართაგიუღის „სურბ ჰოვანეს“ უძველესი სამლოცველო, სადაც ყოველ ჯერზე თბილისელი სომეხი მორწმუნეები მიდიან დიდი სიყვარულით და განსაკუთრებული შეგრძნებით. 2018 წლის 28 აგვისტოს თბილისელი სომეხი მორწმუნეები ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, დიაკვანი ეღიშე ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით გზას მიუდგნენ სამშობლოსაკენ, რათა მოინახულონ და თავიანთი ლოცვა აღავლინონ ამ სამლოცველოში. მორწმუნეებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ სამლოცველომდე მიღწევისათვის, ისინი უნდა ავიდნენ ქედის ერთერთ მწერვალზე, რაზეც დგას მე-19 საუკუნეში აგებული სამლოცველო. ეს ურთულესი სამკილომეტრიანი გზა წარმატებით ასვლის შემდეგ, მორწმუნეებმა რწმენის დიდი შეგრძნებით სანთლები აანთეს და ლოცვა აღავლინეს. სულიერი ახალი მუხტის მიღების შემდეგ ცოტა დაისვენეს და გზა განაგრძეს. მორწმუნეების შემდეგი გაჩერება იყო ქალაქ გიუმრის „იოთ ვერქ“ ეკლესია. აქ თბილისელ სომეხ მორწმუნეებს დახვდა ადგილობრივი დიაკვანი სარგის ჰარუთუნიანი. უკანასკნელმა მორწმუნეებს მიამბო ეკლესიის ისტორიის, განვლილი სირთულეებისა და ეკლესიის სახელის მნიშვნელობის შესახებ. მოგვიანებით მორწმუნეებმა მოინახულეს „სურბ ნშან“ ეკლესია, სადაც ასევე აანთეს სანთლები და ლოცვა აღავლინეს. სულიერი დიდი მუხტის მიღების შემდეგ თბილისელმა სომეხმა მორწმუნეებმა გვიან ღამით დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, იმის იმედით, რომ ღმერთის კურთხევით კიდევ ერთხელ მოინახულებენ ეს ეკელსიები.
|