1geo

fb you od

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულისადმი მიძღვნილი მომლოცველობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესია მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს, უცვლელად, 8 სექტემბერს აღნიშნავს. საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ლამაზ ტრადიციად არის ქცეული დღესასწაულის მომლოცველობით აღნიშვნა. თბილისელ სომეხ მორწმუნეთათვის მსგავსი მოსალოცი ადგილია  ქვემო ქართლის რაიონის  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პატარა დაღეთის ,,სურბ მარიამ ასტვაწაწინ“ ეკლესია.
2018 წლის 8 სექტემბრის დილას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, თეთრიწყაროსა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტების სომხური სათვისტომოების სულიერი მოძღვრის მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანის, დიაკვანების გევორგ ანტონიანისა და ეღიშე ჰარუთუნიანის თანხლებით თბილისის ,,სურბ 1ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან 5 ათეულზე მეტი მორწმუნე მოსალოცად გაემართა სამლოცველოსკენ.
ბუნების კალთაში, ადამიანებისგან შორს, ეულად მდგარ ამ ყოვლისშემძლე და სურვილების აღმასრულებელ ეკლესიაში, თბილისელ მომლოცველებს  შეუერთდნენ ასევე სოფელ დაღეთისა და სამშვილდეს მორწმუნენი. მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. საღმრთო ლიტურგიას შეერწყო ავლაბრის  ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის (ხელმძღვანელი ლუიზა ვარდანოვა) მიერ შესრულებული საგალობლები, გავრცელდა ფერიხანიანთა ოჯახისაგან ნაჩუქარი და ეპარქიის წინამძღვრის მიერ ნაკურთხი ზარის წკრიალი.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მეუფე ვაზგენმა დღის საიდუმლოზე -  წმ. ანასა და იოაკიმესგან წმ. მარიამის შობაზე იქადაგა, განმარტა 2ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რწმენისადმი ერთგულება,  დამსწრეებს მოუწოდა მარიამ ღვთისმშობლის სათნოებით, მორწმუნე დედის სინათლით შთაგონებულებმა გააგრძელონ ცხოვრება,   ქრისტიანული მცნებებითა და ეკლესიის რჩევა- დარიგებით, ასევე ყველა მარიამს საკუთარი დღესასწაული მიულოცა.
მეუფე ვაზგენმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღესასწაულს მისთვის განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 1991 წელს ბერად აღკვეცისა და 40-დღიანი მზადების პერიოდის გავლის შემდეგ, 8 სექტემბერს  მთავარ საკათედრო ,,სურბ ეჯმიაწინში“ მან თავისი პირველი ღვთისმსახურება აღავლინა.
ეპარქიის წინამძღვარმა ასევე დალოცა დაღეთის საპატიო შვილები არსენ აღამირიანი,  სეირან ფერიხანიანი,  არტიომ არუშანიანი,  ლევონ კარახანიანი,  დავით დავთიანი, რომელთა ქველმოქმედებითაც რესტავრაცია ჩაუტარდა ღვთის სახლს, დალოცა ასევე ლეილა ფერიხანიანი, ვინც წრფელი სიყვარულით ზრუნავს ეკლესიაზე. მეუფე ვაზგენმა დააფასა ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტების  სულიერი მოძღვრის ღვთისმსახურება, ,,სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდისა და დიაკვანების მომლოცველობაში მონაწილეობა.  
მორწმუნეებმა ინტერესით მოისმინეს დღის ქადაგება და მიიღეს ზიარება. 3
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ უმშვენიერესი ბუნების კალთაში მომლოცველები და ადგილობრივები ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ.
დაღეთი, დაღეთ-ხაჩენი სომხებით დასახლებული სოფელია საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.  სოფელი ყარაბაღის ხაჩენის პროვინციიდან ჩამოსულმა სომხებმა დააარსეს.   სოფელს ჰქონია მე-18 საუკუნეში აგებული ,,სურბ ასტვაწაწინ“ (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის) სახელობის ეკლესია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დახურულ და ავარიულ მდგომარეობაში იყო. რესტავრაციის შემდეგ ეკლესია 2013 წელს საზეიმოდ ხელახლა იკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მიერ, რომელსაც ტრადიციულად წმინდა ქალწულ მარიამის დაბადების დღეს სტუმრობენ მომლოცველები და მომლოცველობის  წირვა აღევლინება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)