სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წალკის რაიონის „სურბ ასტვაწაწინ“ („წმინდა ღვთისმშობლის“) ეკლესიას აქვს თავისი მომლოცველობის დღე, რომელიც ყოველ წელს აღნიშნავენ წმიდა საღმრთო ლიტურგიითა და სხვადასახვა ადგილებიდან ჩამოსულ მომლოცველებთან ერთად. 2018 წლის 22 აგვისტოს ეკლესიის მომლოცველობის დღე სოფელ კიზილქილისასთვის განსაკუთრებული იყო. ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად დღე აღნიშნეს თბილისიდან ჩამოსულმა მომლოცველებმა და თბილისიდან ჩამოსული სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდმა. დღესთან დაკავშირებით გუნდის მონაწილოება მთლაინად მოხდა წმიდა გევორგ ეკლესიის ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის დიდი მხარდაჭერით. საზეიმო დღესთან დაკავშრებით სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა წალკის რაიონის სომეხთა სათვისტომოს მეუფემ, ღევონდ თოფაშიანმა. სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობით ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მეუფემ სათანადოდ იქადაგა დღის მნიშვნელობის შესახებ, სამადლობელი სიტყვა თქვა ამავე სოფლის მცხოვრებ არამიანების ოჯახს, რომელთა დახმარებით მოხდა სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები და აღნიშნა, რომ უკვე 17 წელი ზედიზედ ეკლესიის ხელახლა კურთხევის დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება. წირვა-ლოცვის შემდეგ მოხდა მასპინძლობა არამიანების ოჯახის მიერ. დღე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, აგრეთვე, თბილისიდან ჩასულ მომლოცველთა ჯგუფისათვისა და მაკარ ეკმალიანის სახელობის გუნდისათვის. შეგახსენებთ, რომ სოფელ კიზილლქილისა სომხებით არის დასახლებული, სახელიც ნიშნავს „წითელი სამლოცველო“. 1829 წელს ეზრუმიდან ჩამოსულმა სომხებმა დაარსეს სოფელი. 1869 წელს ააშენეს სურბ ასტავაწაწინ ეკლესია. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია იყო როგორც საწყობი. 2001 წელს ეკლესია ხელახლა ააშენეს და 22 აგვისტოს აკურთა სომეხთა ეპარქიის ყოფილმა წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა გევორგ სერადარიანმა. ამ დღეს ყოველ წელს ტრადიიციის თანახმად საზეიმო წმინდა ლიტურგიით აღნიშნავენ.
|