1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიას შეემატა ახლად დანიშნული მღვდელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის განკარგულებით,  2018 წლის 1 აგვისტოს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურება დაიწყო მღვდელმა გევორგ ასატრიანმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით ღირსი მღვდელი გევორგ ასატრიანი მსახურებაში დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ  ვიკარიატში - ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერ მოძღვრად.   
დიდი ხანია ნინოწმინდის სამღვდელოება  და მორწმუნეები ოცნებობდნენ ისტორიულ რეგიონში, როგორიცაა სოფლები განძა და ფოკა, მუდმივად მომსახურე მღვდლის ყოლას. და აი, ადგლობრივ მცხოვრებთა ლოცვით მამა გრიგორი აქ მსახურებაში დაინიშნა.    
ღირსი მღვდელი გევორგ ასატრიანი   დაიბადა სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის სოფელ ხორონქში. საბჭოთა ჯარში მსახურების დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, დამთავრების შემდეგ დაინიშნა სომხეთის ჯარის საეპისკოპოში, სადაც სამ წელიწადზე მეტი მსახურობდა.
შემდეგ მამა გევორგი მსახურობდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, შემდეგ არმავირის ეპარქიაში.  
აღნიშნული დანიშვნით  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში  10 მღვდელია და სამი დიაკვანი. ეს დიდი მიღწევაა  ვიკარიატის სულიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)