სიახლეები
|
2018 წლის 27 ივლისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ნინოწმინდაში. მაღალი რანგის სტუმარს თან ახლდნენ პარლამენტის დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ანივარდ მოსოიანი და სმბატ კიურეღიანი. ადგილობრივ „სურბ სარგის“ ეკლესიაში სახელმწიფო მინისტრს დახვდა და მიესალმა სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი. შემდეგ გაიმართა შეხვედრა მღვდელმსახურებსა და მორწმუნეებთან. სანთლების დანთების და ხანმოკლე საუბრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ეწვია ქალაქის „რაფაელ ჯავახ“ განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრს. ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი, სულიერი მოძღვრები მღვდელი არმაშ პოღოსიანი და მღვდელი ღევონდ თოფაშიანი, ცენტრის ჯგუფების ხელმძღვანელები და აღსაზრდელთა ჯგუფი ყვავილებით დახვდა სტუმრებს. ცენტრში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა თანამშრომლებთან, შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის ხელმძღვანელი. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ისაუბრა ქვეყნის ეროვნული პოლიტიკაზე, ახალგაზრდობის განათლებასა და სახელმწიფო ენის სწავლების სტაბილურობაზე. მან მადლობა გადაუხადა ცენტრს გამოჩენილი ინიციატივისთვის - სექტემბრიდან ცენტრში დაარსდეს ქართული ენის შესწავლის წრე, მუნიციპალიტეტის ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ენის სასწავლო ცენტრის ბაზაზე. სიტყვით გამოვიდნენ და ინიციატივები გააჟღერეს ანივარდ მოსოიანმა, ელმირა ქსპოიანმა, სულიერმა მოძღვრებმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა და მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი და მისი თანმხლები თანამდებობის პირები ეწვივნენ ქალაქის ჰაიოს-ქართლოს სკვერს და ყვავილებით შეამკეს სომეხი და ქართველის ხალხების ძმობის სიმბოლო მემორიალის კვარცხლბეკი.
|