1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის 2018 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 30 ივლისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის  დარბაზში გაიმართა ეპარქიის სამწყემსოების, განყოფილებების და    საგანმანათლებლო და კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობის ექვსი თვის საქმიანობის საანგარიშო კრება.
კრებას თავმჯდომარეობდა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. კრებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ეპარქიის საერო პერსონალი და განყოფილებების თანამშრომლები.
შეხვედრა დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  კურთხევით, რის შემდეგაც  პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა წარმოადგინა:   20180730 115757
ა) ეპარქიის ეკლესიების და სამწყემსოების;
ბ) განყოფილებების;
გ) ეპარქიის ეგიდით მოქმედი კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების
 2018 წლის პირველი ნახევრის საქმიანობა. ანგარიში მოიცავდა  12 სამწყემსოს, შვიდ განყოფილებას     და შვიდ  საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრს.  ანგარიში  სლაიდებით,  შესაბამისი ფოტოებით და სათანადო ტექსტებით გამყარებული, წასრმოდენილ იქნა   ეკრანზე.
ეპარქიის სამუშაო მოღვაწეობის ანგარიშში შესამჩნევი იყო     პროგრესი   სახელმწიფო ინსტიტუტებსა და რელიგიურ თემებთან ურთიერთობის, საქართველოში სომხური სულიერი ფასეულობების შესწავლის და შენარჩუნების, სოციალური დახმარების მიმართულებებით. ანგარიშის ყოველი ნაწილის ანგარიშს მოჰყვებოდა სულიერი მწყემსების, განყოფილებების დირექტორების და ცენტრების ხელმძღვანელების დამატებები, კომენტარები, გამოთქმული თვალსაზრისები, დამსწრეთა შეკითხვები და მიდგომები, შინაარსიანი და საინტერესო განხილვები. შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა  20180730 113857ისაუბრა სომეხი ქრისტიანების სომხური ეკლესიის გარშემო კონსოლიდირების, სახარების მცნებებით აღზრდის, წმინდა ნათლობის, წმინდა ჯვრისწერის და სხვა რიტუალების მნიშვნელობაზე,  აფასებდა და იძლეოდა   რეკომენდაციებს.
მწვავე განხილვის საგნად  იქცა დედაქალაქ თბილისში სომხურ სკოლაში შემსვლელთა საკითხი, რომლის საწყისი ეტაპი ეპარქიას „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღია. კულტურის განყოფილების საქმიანობის  შესახებ ანგარიში მოიცავდა თბილისის „ჰაიარტუნ“, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“, ბათუმის „ალექსანდრ მანთანშიანც“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“, ახალქალაქის „ტ.კარაპეტ არქეპისკოპოს ბაგრატუნი“ არაკოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ და ახალციხის სასულიერო ინსპექციის სამუშაოებს, შესამჩნევი გახადეს    ცენტრების  სულიერის, ქველმოქმედების, კულტურისა და ეროვნულობის შენარჩუნებისკენ მიმართული სამუშაოს დახვეწა.   
იყო წინადადება - საბავშვო ბაღში მიღებისას   პრიორიტეტი მიენიჭოს სომხურ სკოლაში შემსვლელებს. ასევე ისაუბრეს რუსთავის სასულიერო ცენტრში20180730 1218290 7-9 წლის ასაკის ბავშვებისთვის ერთდღიანი სკოლის გახსნის შესახებ. გადაწყდა ვიკარიატის საკვირაო სკოლას ეწოდოს წმინდა გრიგორ ტათევაცის სახელი.   
შეაჯამა რა საანგარიშო კრება, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დააფასა ეპარქიის სულიერი დასი, სამსახურის  კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მოუწოდა მომავალშიც გააგრძელონ გულმოდგინედ და დაუზოგავი სიყვარულით  გაავრცელონ ქრისტეს სახარება, დაეპატრონონ საქართველოში სომხურ სიწმინდეებს, სასულიერო და კულტურულ ფასეულობებს  და გააგრძელონ საქართველოს სომხების საჭიროებების თავდადებით დაკმაყოფილება.  წინამძღვარმა დალოცა მონაწილეები, დადებითად შეაფასა განყოფილებების დირექტორების და ცენტრების ხელმძღვანელების  მიერ გაწეული მუშაობა და გასცა   რეკომენდაციები მომავალში  სახელმძღვანელოდ.    კეთილი სამსახური უსურვა კულტურის განყოფილების დირექტორს და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელს, ლევონ ჩიდილიანს, ვინც საქმიანობა სხვა მიმართულებით უნდა გააგრძელოს. წარმოადგინა ეპარქიაში საკადრო და საშტატო პირობების ცვლილებები.     
ეპარქიის  ნახევარი  წლის   საანგარიშო კრება დასრულდა    ლოცვით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)