1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებამ მონაწილეობა მიიღო სრულიად სომხური ახალგაზრდული შეკრების ფიცის საღმრთო ლიტურგიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2018 წლის 8 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდების ჯფუფი, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორის. ვალერი ბადალიანის. ხელმძღვანელობით გაემგზავრა სამშობლოში, რათა მონაწილეობა მიეღო სრულიად სომხური ახალგაზრდული შეკრების   ფიცის  საღმრთო ლიტურგიაში და მიეღო სრულიად სომეხთა IMG 4407კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის მამობრივი კურთხევა.  
დღე  იყო სადღესასწაულო. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია აღნიშნავდა  ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულს.  სადღესასწაულო დღეს მიეძღვნა ერევნის  „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საკათედრო ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით, რომლითაც შეაჯამეს  „სამშობლოსკენ, წმინდა ეჯმიაწინისკენ“ სრულიად სომხური ახალგაზრდული ხუთდღიანი შეკრება. მწირველი იყო სომეხთა ეკლესიის მსოფლიო ახალგაზრდული გაერთიანების სულიერი პასუხისმგებელი, აშშ დასავლეთის სომხური ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლდუსამღვდელოესობა IMG 4403არქიეპისკოპოსი ჰოვჰან ტერტერიანი.
წმიდა ცერემონიას   ესწრებოდა შეკრების ოთხასამდე მონაწილე და  ამ მიზნით სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული IMG 4420ახალგაზრდები, რომელთა    შორის იყვნენ სომეხი ახალგაზრდები  სამცხე-ჯავახეთიდან, თბილისიდან, ისინი სამრეკლოსთან მიესალმნენ უწმინდესსა და უნეტარესს, ვისაც ზარების მახარობელი წკრიალით ტაძრისკენ მოუძღვებოდა  მღვდელმსახურთა პროცესია.   
ქადაგების ბოლოს ახალგაზრდებმა წაიკითხეს  თავიანთი ფიცი.  
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი, რის შემდეგაც ახალგაზრდებს მიმართა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა, მოუწოდა მათ, რომ მათი ბაგეებით მუდამ ჟღერდეს ფერისცვალების წმინდა საიდუმლოთი განათებული ლოცვა. უწმინდესმა სომეხ ახალგაზრდებს 6მოუწოდა   სანუკვარი საქმეებით გააბრწყონონ, აღაშენონ და გააძლიერონ სამშობლო,  სომეხთა ნათელი წმიდა ეკლესია.   
საქართველოს სომეხი ახალგაზრდები შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, 36823195მის  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს და მიიღეს ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და კეთილი სურვილები.   
საღმრთო ლიტურგიის  შემდეგ ერევნის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საკათედრო ეკლესიის ეზოში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ვარდავარის სახალხო დღესასწაულში.   
საქართველოს სომეხი ახალგაზრდები  მომლოცველობის ბოლოს ეწვივნენ გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის წიწერნაკაბერდის მემორიალს, სადაც პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე იყვნენ მატენადარანში. ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ წმინდა დღის სინათლით გაბრწყინებული, ასევე მათ ჩამოიტანეს სამშობლოთი და წმინდა ეჯმიაწინით ცხოვრების მოწოდება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)