1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელმა მიულოცა ეზიდთა სათვისტომოს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 10 ივნისს, ეზიდთა „ტავაფა ეზიდი“ ცენტრში სადღესასწაულო ღონისძიება ჩატარდა.   დღესთან დაკავშირებით მოეწყო ღვთისმსახურება და ტაძრის გუმბათზე აღიმართა ფერადი   ქსოვილების საჩუქარი. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩამოსული იყვნენ ეზიდი სასულიერო პირები, თემის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.    1
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს    თავმჯდომარე   ზაზა ვაშაყმაძე,  საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიას    წარმოადგენდა სამართლებრივ საკითხთა     და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და წინამღვრის თანაშემწე  დიაკვანი გევორქ ანტონიანი.  
2ღონისძიებაზე ზაზა ვაშაყმაძემ ეზიდთა თემს  და სტუმრებს მიულოცა დღესასწაული.
მისალოცი სიტყვით გამოვიდა მიქაელ ავაგიანი, რომელმაც ისაუბრა სომეხი და ეზიდი ხალხების გადატანილ გენოციდის   ტრაგედიაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ სომეხი ხალხი ცნობს და გმობს ეზიდი  ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ გენოციდს. გამომსვლელმა ისაუბრა რა სომეხი და ეზიდი ხალხების საუკუნოვან მეგობრობაზე, ხაზი გაუსვა ჯანგირ აღას, არამ ტიგრანის და ლაზოს საქმიანობას, რომლებსაც განადიდებს ეზიდი ხალხი.    
საღამოს, ბეტელის ცენტრში ეზიდთა დელეგაცია მიიღო   ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა  მალხაზ სონღულაშვილმა, სადაც მხარეებმა  განიხილეს ეზიდურ-ქრისტიანული ურთიერთობები და ეზიდთა მდგომარეობა  ერაყში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)