სიახლეები
|
2018 წლის 19 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი „სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით“. ტრენინგ-სემინარი ტარდება 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სამ ეტაპად იმართება და მასში საქართველოში არსებული ყველა რელიგიური ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. სხვა რელიგიური გაერთიანებების ლიდერებთან ერთად, სემინარ-ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თეთრიწყაროსა და ბოლნისის რაიონების სომხური თემების სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის ჰუსიკ ჰარუთუნიანის, დიაკვან ჩირახოვის და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის, მიქაელ ავაგიანის, თანხლებით. ტრენინგ-სემინარს ესწრებოდა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლება ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის. ტრენინგი მომავალში ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
|