სიახლეები
|
2018 წლის 20 ივნისს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა "შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, კავშირის თავმჯდომარის, მღვდლის მეუღლის ანაჰიტ ვარდანიანის ხელმძღვანელობით მოეწყო ქალბატონების ვიზიტი ახალციხის მერიის საქველმოქმედო სასადილოში, სადაც ყოვედღიურად, დღეში ერთხელ საკვებს იღებენ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები. ქალბატონების ვიზიტის მიზანი მერიის კურთხეულ მისიაში მონაწილეობის მიღება და სასადილოს ბენეფიციარებისთვის ტკბილეულის მიტანა იყო. ამ ლამაზი განზრახვით ქალთა კავშირის ყოველმა წევრმა თავისი შერჩევით მოამზადა ტკბილეული, ნამცხვარი, პურპროდუქტები. მერიის შენობასთან ქალთა კავშირის წევრებს დახვდნენ ვიცე-მერი რუბენ კარაპეტიანი, სოციალური, სამედიცინო, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ჰამბარძუმ ბაბოიანი, სასადილოს დირექტორი ვერა ბარძიმაძე და მათ გაუძღვნენ სასადილოსკენ. ქალბატონებმა თავიანთი მოტანილი ნობათი გადასცეს სასადილოს მზარეულებს, ვინც ტკბილეულს გაუნაწილებს სასადილოში მისულ ყოველ უმწეოს. საქველმოქმედო სასადილოს პერსონალმა მადლობა გადაუხადა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა "შუშანიკ“ კავშირს და კავშირის თავმჯდომარეს, ლამაზი და ჰუმანური ინიციატივისთვის. ქალთა კავშირი გეგმავს მსგავსი სახის საქველმოქმედო ინიციატივებისთვის უწყვეტი სახის მიცემას, და მსგავსი საქველმოქმედო ვიზიტებით იმ პირთა ყოველდღიურობის გალამაზებას, ვისაც ამ დახმარების საჭიროება აქვს.
|