სიახლეები
|
2018 წლის 22 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში გაიმართა ნიჭიერი პიანისტის, მამიკონ ნაჰაპეტოვის, სოლო კონცერტი. ნიჭიერმა პიანისტმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კლასი, ამჟამად პიანისტის კარიერას აგრძელებს გერმანიის ქალაქ მიუნხენში. საერთაშორისო მრავალი კონკურსების და ფესტივალების მონაწილე - პრიზიორი, თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე თავს ვალდებულად მიიჩნევს აუცილებლად გაუზიაროს თავისი წარმატებები თანამემამულეებს, რომელთა მუდმივი ყურადღების ქვეშ აღწევდა წარმატებებს ხელოვნების აღნიშნულ სფეროში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოსულმა მამიკონ ნაჰაპეტოვმა თავი ვალდებულად მიიჩნია აუცილებლად კონცერტი გაემართა თუმანიანის სახლში, მან ეს კონცერტი მიუძღვნა არამ ხაჩატურიანის დაბადების 115-ე და ნოდარ გაბუნიას 85-ე წლისთავს. ორი დიდი მუსიკოსის ნაწარმოებების შერწყმით შედგენილი საკონცერტო პროგრამა მამიკონმა პირველად შეასრულა თუმანიანის სახლში თავის მემამულეთათვის. კონცერტი მიმდინარეობდა დამსწრეთა თბილი ოვაციებით. ყველა პირდაპირ მოხიბლული იყო ნიჭიერი პიანისტის შესრულებებით. კურთხევისა და დაფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მეუფემ ხაზი გაუსვა ახალგაზრდა პიანისტის სიყვარულსა და ერთგულებას იმ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისადმი, ვინც პირველად დაუკრა ტაში შრომისმოყვარე, მოკრძალებულ და ნიჭიერ მუსიკოსს, გაიხსენა მისი მონაწილეობა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მოქმედი გუნდის მეცადინეობებში, რომელთა წყალობითაც მას გაუმყარდა სიყვარული კლავიშებიანი საკრავების მიმართ და დიდი მუსიკოსების ნაწარმოებების შესრულების უძნელესი და საპატიო საქმისადმი მიდრეკილება. მეუფემ წარმატებები უსურვა ახალგაზრდა პიანისტს. მუსიკოსი არამ ხაჩატურიანის და ნოდარ გაბუნიას იუბილეს უძღვნის თავის პირველ კომპაქტდისკს.
|