1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ლექცია სომხური ეკლესიის ისტორიის თემაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 20 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში „სომეხთა ეკლესიის ისტორიიდან“ სახელწოდებით ლექციით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.   
ღონისძიება ინიცირებული იყო სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, პროფესორ  ემა ახტიანის თავმჯდომარეობით.IMG 4009 დარბაზში ხალხმრავლობა იყო, ყველა   დიდი ინტერესით იყო მოსული, რათა მოესმინა სომეხთა ეკლესიის ისტორიის იმ პერიოდების, იმ საეკლესიო ურთიერთობების შესახებ კომენტარები, რომელთა შესახებ უნდა ესაუბრა მეცნიერების ამ სფეროს ბრწყინვალე მცოდნეს.    
შეხვედრა გახსნა  საქართველოში სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა აღნიშნული თემის აქტუალობას, ვინაიდან სომეხი ხალხის და სომხეთის ისტორიის შესახებ თბილისელი სომხების ცოდნა თვითნასწავლია, ინტერესის დონეზე.
მეუფე ვაზგენის ლექცია ეხებოდა სომეხთა ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს - მე-5 საუკუნის ქალკენდონის კრებამდე და მის შემდგომ პერიოდს, შეეხო ასევე სომეხთა სამოციქულო    მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსებებსა და განსხვავებებს,    ხანგრძლივი ისტორიის მქონე IMG 4048ეკლესიათშორის   ურთიერთობებს, რწმენის გარშემო  ერის კონსოლიდაციის საქმეში  სომეხთა ეკლესიის როლსა და მნიშვნელობას, სხვა ეკლესიებისგან რელიგიურ და რიტუალურ ცერემონიალების   განსხვავებებს.
ეპარქიის წინამძღვრის გამოსვლით დაზუსტდა და შეივსო, დოკუმენტური ინფორმაციით განმტკიცდა მსმენელთა ცოდნა  სომეხთა ეკლესიის ისტორიის უმთავრესი პერიოდების, მოძმე ეკლესიებსა და სხვადასხვა სარწმუნოებებთან მსგავსებების და განსხვავებების შესახებ.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. გაიჟღერა ინიციატივამ მსგავსი შეხვედრა-ლექციები,  განსაკუთრებით ეკლესიის ისტორიის და  სულიერი ცხოვრების შესახებ, ჩატარდეს  რეგულარულად, ყოველკვარტალურად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)