1geo

fb you od

„ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩარენცის პოეზიის სული დანავარდობდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 19 მაისს,  პოეტ ეღიშე ჩარენცის, სამშობლოს  უკვდავი მებრძოლის, ცეცხლოვანი პატრიოტის შემოქმედების უკვდავი პათოსი სუფევდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში.  ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება მიეძღვნა იმ პოეტის დაბადებიდან 120-ე წლისთავს, ვინც დაიპყრო ლიტერატურული მწვერვალები. მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, მასწავლებელ  როზა ზოჰრაბიანის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება დაიწყო "მამაო ჩვენოთი" და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, DSC04805ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით.   და გავრცელდა სომხური ლიტერატურის ერთ-ერთი მამამთავრის - ეღიშე ჩარენცის და მისი უკვდავი, მებრძოლი პოეზიის მარგალიტების ქება. ღონისძიება იმ ლიტერატურული გვერდების მოგონება იყო, პოეზიის ნიმუშების გაჟღერება,  ციტატებით, გამონათქვამებით, შეფასებებით აღსავსე სიტყვა, რომელმაც კვლავ და ახლებურად მოხიბლა ღონისძიებაზე დამსწრე საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის  საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ამჟამად რუსეთში მცხოვრები DSC04832ახალქალაქის სოფელ კორხელი თბილისში მყოფი სტუმრები.  
დასაფასებელია მხოლოდ ერთი-ორი წლის წინ სომხურს მოწყვეტილი, ჩარენცის შესახებ მხოლოდ მინიმალური წარმოდგენის მქონე სომეხი ახალგაზრდების მიერ შესრულებული უკვდავი პოეტის პოეზიის ნიმუშების წარმოდგენა, არა მხოლოდ პოეტის სიცოცხლის ეპიზოდები,  არამედ მისი მრავალი ჟანრით ახალი ენობრივი   აზროვნებით აღსავსე შემოქმედების სათანადო დონეზე შესრულებული ანალიზი, სომხური ლიტერატურის სხვა დიდებულთა ლიტერატურული მემკვიდრეობის სიყვარული და შეფასება.  IMG 3975
მართლაც, გააზრებული იყო ღონისძიება, აღტაცება გამოიწვია ღვაწლმოსილი პედაგოგის სამუშაომ, ვინც თავისი ლამაზი, მდიდარი სომხურით ღონისძიების მონაწილე გახლდათ, რითაც ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს ხდიდა მეტად მრავალმნიშვნელოვანს, შინაარსიანს და შთამბეჭდავს.   
ღონისძიებამ მეტი ჟღერადობა მიიღო ცენტრის სოლისტის აიდა ბაზოიანის, პირადად პედაგოგ - როზა ზოჰრაბიანის მიერ, დუდუკის და დოლის აკომპონირებით, 120-წლის პოეტის პოეტური ნამუშევრების სიტყვებზე შექმნილი თანამედროვე, საყვარელი და მიღებული სიმღერების შესრულებით. ღონისძიების დასასრულს საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსი„ეს იმ ანუშ ჰაიასტანი“, რომელიც იქცა მშობლიური ენის და დედა სამშობლოს სიყვარულის, მისი შენარჩუნების, სიამაყის ფიცად.    
საღამოზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და ჩარენცის უკვდავი პოეზიის გახსენებისთვის მადლიერების სიტყვა თქვეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს   IMG 3993პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა, პროფესორმა ემა ახტიანმა, მსახიობმა მელანია ბარსეღიანმა, ლექტორმა აღასი გევორგიანმა.  
დამსწრეები აკურთხა და დაფასების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე ვაზგენმა ჩარენცის პერიოდს უწოდა გარდამტეხი, როდესაც საჭირბოროტო იყო სომხური იდენტობის შენარჩუნების, სულისკვეთებით სომეხად დარჩენის საკითხი. და ეღიშე ჩარენცი - დიდი პოეტი იყო ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი, ვინც თავისი დროის იდეოლოგი გახდა და ხალხს მოუწოდებდა სიცოცხლის, ქმედების, ეროვნულის შენარჩუნების ახალი სულისკვეთებისკენ.  წინამძღვარმა მადლიერების სიტყვით მიმართა ცნობილ, ნიჭიერ და ღვაწლმოსილ პედაგოგ როზა ზოჰრაბიანს, ვინც ყოველ ჯერზე სომხური ლიტერატურის დიდებულებს წარადგენს ახლებურად და მეტად დასაფასებელია. რომ იგი  სომხურს მოწყვეტილი ახალგაზრდების მეშვეობით სომხური აზრის დიდებულებს ხდის ახალგაზრდების საკუთრებად.
ჩარენცის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება იქცა სომხური ლიტერატურის ცის კამარაზე მრავალჟანრიანი, მრავლისმთქმელი შემოქმედის უკვდავების გამოხატულებად, ასევე საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ სომხურ ენაში შეძენილი ცოდნის ჩვენებად და სომხეთის პირველი რესპუბლიკის  მეასე წლისთავთან დაკავშირებულ  მილოცვად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)