2018 წლის 18 მაისი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" თოჯინების თეატრის ისტორიაში შევიდა დიდი პოეტის „ბარეკენდანი“ წარმოდგენის დახურული ჩვენებით. თუმანიანის სახლის სტუმართმოყვარე დარბაზში ადგილები ეკაევათ ეპარქიის პერსონალს. „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებს, თავიანთ მასწავლებლებთან ერთად. ღონისძიებას თავის კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ახალქალაქის სოფელ კორხში დაბადებული რუსეთში მცხოვრები გენადი რანდილიანის და რაფაელ ეფრიკიანის თანხლებით. "ჰოვანეს თუმანიანის სახლის" ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აქ მოქმედი თოჯინების თეატრის მისიას - პატარებისთვის დიდი ლორელი პოეტის, და არა მხოლოდ მისი, ნაწარმოებების წარდგენას თოჯინების თამაშით და სიტყვით. და ყველა მიიწვია „ბარკენდანის“ საყურებლად. გაიხსნა თოჯინების თეატრის ფარდა, დამსწრეები აღაფრთოვანა თავისი ლამაზი, გემოვნებიანი და სკულპუროზული სამუშაოთი, რაც შესრულდა დამდგმელი რეჟისორის არმენ ჰოვანისინას მიერ, თუმანიანის პოემის შინაარსის, დროის სულისკვეთების ჰარმონიული თოჯინების, ასევე სასცენო დეკორაციების სწორად და ოსტატურად დამზადებით. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის მსახიობების: აშოტ სიმონიანის, არენ მკრტჩიანის, ედიტა ზოჰრაბიანის და დამფუძნებლის, არმენ ჰოვანისიანის მიერ, თოჯინების ოსტატი თამაშის წარმოჩენით, მხატვრული სწორი მოძრაობებით, მჟღერი სიტყვით წარმოდგენილ იქნა მუდამ აქტუალური „ბარეკენდანი“, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დამსწრეებზე, განსაკუთრებით პატარებზე. სპექტაკლის შემდეგ, დამდგმელმა რეჟისორმა პოემის საიდუმლო განმარტა - ხალხური გულუბრყვილობა, ადამიანთა მიმართ სიყვარული და რწმენა. "ჰოვანეს თუმანიანის სახლის" სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, მაღალი შეფასება მისცა მეთოჯინის შესრულებულ დიდ შემოქმედებით სამუშაოს, ესაა თოჯინების და დეკორაციების შექმნა, მუსიკალური გაფორმება, სინათლის შერწყმა. ეს ყველაფერი წარმოდგენას ხდის მაღალღირებულს, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით დაფასებულს და დინამიურს. წარმოდგენის შესახებ შემაჯამებელ სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმოდგენები სულ 15 წუთიანია, მაგრამ ისინი აღმზრდელობითი მნიშვნელობით ფასდაუდებელია. თუ ზრდასრულებს ისინი ახსენებენ ბავშვობის განუმეორებელ დროს, პატარებისთვის ისინი ხდება წინგადადგმული ნაბიჯი ცხოვრებისკენ, ამ ცხოვრების შემეცნებისკენ. „ბარეკენდანის“ ეპიზოდები არსებითად ასეთია: გლეხი მეუღლეების გულუბრყვილობა, მიამიტობა, ასევე ნდობა, რაც განიმარტება ადამიანის მიმართ რწმენით. მეუფემ ასევე ისაუბრა თოჯინების თეატრის როლზე სკოლამდელი ასაკიდან მოყოლებული პატარების კულტურით აღზრდის საქმეში. ეპარქიის წინამძღვარმა დაფასების სიტყვით მიმართა თეატრის დამფუძნებელს, არმენ ჰოვანისიანს, ცენტრის ხელმძღვანელს, გისანე ჰოვსეფიანს, თოჯინების თეატრის საქმის მონაწილეებს და ყველა ორგანიზატორს. დახურული ჩვენების ბოლოს დიდსა თუ პატარას გაუმასპინძლდნენ თუმანიანის სახლის ტრადიციულ აივანზე.
|