1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მორიგი ვიზიტი ჯავხეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12018 წლის 15 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა,2 ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის თანხლებით, ეწვია სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რაიონის სოფელ ტრკნას „სურბ ნშან“ (1905), სოფელ ბალხოს „სურბ ჰარუთიუნ“  (მე-19 საუკუნის 30-იანი წლები), სოფელ ზაკის „სურბ მინას“   (1905-1909 წწ.), სოფელ ბარალეთის „სურბ ასტვაწაწინ“  (1869წ.) ეკლესიებს და სოფელ ეხტილის უძველეს სამლოცველოს.  
ადგილზე მეუფე ვაზგენი შეხვდა სოფლის მაცხოვრებელთა წარმომადგენლებს,   განიხილეს საკითხები, რომლებიც აღელვებს მოსახლეობას.   6აღნიშნული ეკლესიები აღადგინეს   1990-იან წლებში და    2000-იანი წლების დასაწყისში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა  სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება. წინამძრვარმა მღვდელ  თადეოსს დაავალა ეკლესიებსა და ეზოებში მოეწყოს შაბათობა, მოსახლეობის დახმარებით ჩატარდეს ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები, სანამ ხელსაყრელ გარემოებაში ჩატარდება ეკლესიების კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები.
სოფელ ეხტილაში მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ახალი ეკლესიის აგების საკითხი. 7
16 მაისს, მღვდელ ტიგრან მხითარიანის თანხლებით, ეკლესიის წინამძღვარი ეწვია   ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“  (1830 წ), სოფელ სულდის „სურბ ხაჩ“    (1830 წ),  სოფელ კარწახის „სურბ კარაპეტ“   (1894წ.)და 9სოფელ დადეშის  „სურბ ასტვაწაწინ“  (1830 წ.) ეკლესიებს.
ვაჩიანის „სურბ სიონ“, სულდის „სურბ ხაჩ“, დადეშის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიები, რომლებიც   შეკეთდა 2014 წლის შემდეგ, უფრო კეთილმოწყობილი და მოვლილია.   შემაშფოთებელი იყო სოფელ კარწახის ეკლესიის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სახურავის სასწრაფო შეკეთებას. წინამძღვარმა სულიერ მოძღვარს მამა ტიგრანს დაავალა   კარწახის ეკლესიის აღსადგენად შემოწირულობების შეგროვების დაწყება.   
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში  ეპარქიის წინამძღვარი  შეხვდა სულიერ მოძღვრებს, ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს, და ეწვია  კარწახში მოქმედ აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმს.

 3 4 5 8 

10 IMG 4063 IMG 4062

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)