1geo

fb you od

„ტოლმა -2018“ ფესტივალი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1სომხური კულტურის ერთი ნაწილის - სომხური სამზარეულოს, კერძოდ ეროვნული კერძების, პოპულარიზაცია2 საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ტრადიციულად ორგანიზებული ფესტივალების მეშვეობით მყარდება და ვრცელდება ისეთი არა მატერიალური ფასეულობები, როგორიცაა ქადა, ჰარისა, ღაფამა და სომხური ეროვნული კერძები. ამჯერად ტოლმის რიგი იყო.     
ტოლმის  ფესტივალი თბილისში უკვე ზედიზედ მეექვსედ ტარდება, ყოველწლიურად    უფრო და უფრო  ფართოვდება მისი ფარგლები.  წელს ტოლმის ფესტივალი, ჰარისის ფესტივალის მსგავსად, იქცა მთელი სათვისტომოს ღონისძიებად, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, სულიერი მოძღვრების თაოსნობით და ადგილებზე ჩამოყალიბებული ეკლესიის მოყვარულ ქალთა „შუშანიკ“ 3კავშირების ორგანიზებით დიდი  ზეიმით და  პომპეზობით  ტარდება საქართველოს სომხებით დასახლებულ პუნქტებში.    
ფესტივალი ტოლმა-2018 დაიწყო 10 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“   სულიერ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, გაგრძელდა ახალქალაქის4 რაიონის სოფელ დილისკასა და სოფელ არაკოვაში და 18 მაისს დასრულდება წალკის რაიონში. მანამდე ფესტივალები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, ყველგან იქცა ზეიმად, სომეხი ხალხის ერთიანობის გამოხატულებად.  
„სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საკვირაო წირვა, შემდეგ მორწმუნეებმა გადაინაცვლეს ეკლესიის 5ეზოში, სადაც მათ ელოდა სომეხ ქალბატონთა დამზადებული ტოლმის სხვადასხვა სახეობა -    განსაკუთრებულად გაფორმებული, სურნელოვანი და მადის აღმძვრელი.   
ფესტივალს ესწრებოდნენ სპეციალურად ამ მიზნით სომხეთიდან ჩამოსული პირველი მზარეული სედრაკ მამულიანი, იური სარგსიანის, ედუარდ სიმონიანის, ვაზგენ ხაჩიკიანის თანხლებით. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მომღერალი, თბილისში  დაბადებული ლეილა 6სარიბეკიანი. ღონისძიებას თავიანთი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებმა, ეპარქიის სულიერმა მსახურებმა.
 ეკლესიის ეზოში ხალხმრავლობა იყო. აქ იყვნენ ადგილობრივები, თბილისის მიმდებარე რაიონებიდან ჩამოსულები, უცხოელები, ტურისტები, რომლებიც გაკვირვებით და ინტერესით კითხვებს სვამდნენ ღონისძიების შესახებ. ფესტივალი  ტოლმა-2018-ის ორგანიზატორი საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი 7იყო, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით.  
ფესტივალი  გახსნა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, ისაუბრა ტოლმის ტრადიციულ ფესტივალზე,   მას უწოდა სიყვარულის სადილი, რომელიც ფართოდ ტარდება თბილისში. ისაუბრა ფესტივალში გაზეთ „ვრასტანის“, 104-ე სომხური სკოლის, შულავერის «Hobby house» სტუდიის, ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ საკვირაო სკოლის და „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.8
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დამსწრეებს მიულოცა მეორე ბზობა, ისაუბრა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში არამატერიალური ფასეულობის - კერძების, პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალის ჩატარებას, ასევე    შეეხო ბოლო დროს დედა სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს, ფესტივალი შეაფასა როგორც ერის ერთიანობის გამოხატულება, სრულიად სომეხთა დღესასწაული.
ფესტივალის ჩატარებას მიესალმნენ საქართველოში სომხეთის  საელჩოს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი და სომხური   9კულინარიული ტრადიციების განვითარების და შენარჩუნების არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე სედრაკ მამულიანი. შემდეგ ეპარქიის წინამძრვარმა ვაზგენ მირზახანიანმა და მღვდელმონაზონმა ჰაკობმა აკურთხეს ტოლმით სავსე ქვაბები და ფესტივალი გახსნილად გამოცხადდა.   
სანამ ვრცელდებოდა მხიარული სიმღერა და მუსიკა და ხალხი აგემოვნებდა სომხურ ტოლმას, პატივცემული ჟიური აფასებდა ტოლმის სხვადასხვა სახეობას, ფესტივალის „საუკეთესო გემო“, „საუკეთესო გაფორმება“ და „სომხური ტოლმა“ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად.    10
მხიარულობდა მეიდანი. ლეილა სარიბეკიანის შესრულებულმა პატრიოტული სულისკვეთების და ერთიანობის მოწოდებით სიმღერებმა საზეიმო განწყობა შექმნეს და ყველა - დიდი თუ პატარა ჩართო  მხიარულ ცეკვაში.   
ამის შემდეგ, გამოვიდნენ ერევნიდან ჩამოსული მომღერალი და მსახიობი არმენ დალაქიანი, თბილისელი სოლისტები ჰენრიხ პეტროსიანი, ანა ბადალიანი, ანი 11ჰოვანისიანი, რუზან მიქაელიანცი,  დოლისა და დუდუკის ჯგუფები.
ჟიურის გადაწყვეტილებით ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სუვენირი, ნომინაციების გამარჯვებულებს - ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები.   
ღონისძიება სომხური ლავაშით, გამაგრილებელი სასმელებით და  ფესტივალის სხვა საჭირო ატრიბუტებით უზრუნველყვეს   -  „ბებოს ლავაში"   და მაღაზია „არმენიას“ "VIVA"კომპანიებმა, ასევე ინდივიდუალურმა შემომწირველებმა. საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს,  ქველმოქმედებს და შემომწირველებს ფესტივალის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)