1geo

fb you od

ამაღლების დღესასწაული გუმბურდოს (კუმურდოს) „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1იესო ქრისტეს   ამაღლების დღესასწაული მოძრავია  და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან 32187207 40 დღის შემდეგ აღინიშნება.    ქრისტეს ამაღლებით გაიხსნა ზეცისაკენ მიმავალი გზა.   
 ამაღლება ბუნების ნაყოფიერების და გამოღვიძების, მცენარეულობის აღმოცენების დღესასწაულია. ამაღლების დღესასწაულზე ხალხი სიმღერითა და ცეკვით, მხიარულად გადიოდა მინდვრებში,   მადლობას უხდიდა  ყოვლისშემძლეს, იესო ქრისტეს 32205845ხსნისთვის.
2018 წელს დღესასწაული აღინიშნა 10 მაისს. წელსაც, ტრადიციისამებრ, ამაღლების დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნა ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში. დღესასწაული დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის კუმურდოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში.   32212725
ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა დეკანოზმა  ეღიშე ჰარუთიუნიანმა აღავლინა ამაღლების საღმრთო ლიტურგია, რომლის დროსაც ღირსმა მღვდელმა იქადაგა, განმარტა დღის საიდუმლო და მორწმუნეებს მიულოცა დღესასწაული.   
32247354ეკლესიაში შეკრებილ უამრავ კუმურდოელს შეუერთდნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მომლოცველები და  სამცხე- ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის „ჯავახეთის ხმები“ სიმღერის გუნდის აღსაზრდელები.  
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ კუმურდოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში სახალხო ზეიმი გაიმართა - ჯანგიულუმის ცერემონია და ამაღლების  ტრადიციული კერძით - ჰარისით, გამასპინძლება, ეკლესიის ჯვრის ნათლიის, ვალერი საჰარიანის ოჯახის სახელით.  
საზეიმო განწყობაზე იყო ყველა კუმურდოელი - დიდი თუ პატარა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)