1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ჭადრაკის საიუბილეო ტურნირის ფინალური ეტაპი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით და ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით,1  2018 წლის პირველი აპრილიდან ოცდაორი აპრილის ჩათვლით თბილისში და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა ჭადრაკის  ტურნირი 13-დან 17 წლამდე ასაკის ჭადრაკის მოყვარულთა შორის.    ტურნირი მიეძღვნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკების 100 წლის იუბილეს.
22018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა  ჭადრაკის საიუბილეო  ტურნირის ფინალური ეტაპი. ტურნირში მონაწილეობდა თბილისის,   ახალქალაქის, ახალციხის,  ნინოწმინდის, რუსთავის, დილისკის 13-17 წლის 16   ჭადრაკის მოყვარული, ვინც ადგილზე ჩატარებულ ტურნირებში დაიკავა3 პირველიდან მესამე ადგილები.  
 ფინალური კონკურსი გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ახალგაზრდობის განყოფილების 4დირექტორმა ვალერი ბადალიანმა.
მისალმებისა და კურთხევის სიტყვით გამოვიდა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი  ვაზგენ მირზახანიანი. მეუფე ვაზგენმა ხაზი გაუსვა ტურნირის სახელწოდებას, დაფასების სიტყვით მიმართა ორგანიზატორებს და სულიერ მამებს, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვისთვის, რის შემდეგაც ერთობლივად საუფლო ლოცვა აღავლინეს და დაიწყო კონკურსი. 5
კომპიუტერული პროგრამის შერჩევით   (შვეიცარული სისტემით), მონაწილეებმა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან ითამაშეს  7  პარტია, მოწინააღმდეგეებს ირჩევდა კომპიუტერული პროგრამა, გამორიცხავდა რა ორგანიზატორთა ჩარევის ფაქტორს.    აქედან გამომდინარე, ობიექტური და საინტერესო თამაშის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ესენი არიან: ახალქალაქიდან - დავით ჩახალიანი (პირველი ადგილი), ვლადიმირ ჩახალიანი (მეორე ადგილი) და ნინოწმინდიდან - დავით საჰაკიანი (მესამე ადგილი).    
6საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „სურბ ხაჩ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორმა ვალერი ბადალიანმა და ახლგაზრდული7 პროგრამების კოორდინატორმა ნინა სეროპოვამ ტურნირის გამარჯვებულებს გადასცეს   პრიზები: პირველი ადგილისთვის ტურნირის თასი და 300 ლარი ფულადი პრემია, მეორე და მესამე ადგილებისთვის შესაბამისად მედალი, სიგელი, 150 და 100 ლარი ფულადი პრემია.  
ტურნირის, კერძოდ ფინალური ეტაპის მიმდინარეობამ, ტურნირის ორგანიზებულობამ ნამდვილად მაღალი განწყობა შექმნა მონაწილეებს, ინიციატორებს და ორგანიზატორებს შორის.  
 ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თანხლებით და ღირსი მღვდლის მამა ტათევის ხელმძღვანელობით რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ სომეხ დიდებულთა ხოჯივანქის პანთეონს და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც სტუმრები გაემგზავრნენ სახლებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)