1geo

fb you od

თანდოიანც ეკლსიის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა დარასელიას  თავმჯდომარეობით, გაიმართა გადადებული სასამართლო განხილვა,   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სარჩელის ფარგლებში.    
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იყო როგორც მოსარჩელე მხარე, ამ შემთხვევაში  საქართველოს სომეხთა ეპარქია, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახით, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უფლებამოსილი პირების სახით.
მესამე მხარედ წარმოდგენილი იყო  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.   
საქმის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ განხილვაში მესამე მხარედ ჩართული იყო  ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, რომელმაც  „თანდოიანც“ ეკლესია და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სახელმწიფო ბალანსიდან გაასხვისა, რითაც გააადვილა საპატრიარქოს ბალანსზე სომხური ეკლესიის გაცემის საქმე.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ გასაჩივრებული და საქმეში ჩართული ეს უკანასკნელი გარემოება სასამართლოს დადგენილებით   განიხილება   ცალკე საკითხად, რომლის განხილვა დანიშნულია ამა წლის 2 მაისს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესების დამცველი EMC  და TDI ორგანიზაციების იურისტები გამოვიდნენ შუამდგომლობით, "თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ" ეკლესიის გასხვისების საკითხზე  სასამართლო საქმეში ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს  მიმართ საჩივრის ჩართვის და ერთ მთლიან საქმედ განხილვის შესახებ.
მოსამართლე დარასელიამ შუამდგომლობა მიიღო და წინადადება გააჟღერა აღნიშნულ საკითხზე 2 მაისს გასამართ სასამართლო სხდომის დადგენილების და მთლიანი  საქმის მასალების გაცნობის მიზნით, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.
მხარეთა შეთანხმებით შემდეგი სასამართლო სხდომა დაინიშნა   2018 წლის 7 ივნისს, 12: 30 საათზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)