1geo

fb you od

ღონისძიება "ჩემი სომხეთი" - ცენტრში „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 28 აპრილს,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“  სასულიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით  "ჩემი სომხეთი".1
ზუსტად ერთი წლის წინ  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით დაფუძნებული ცენტრის საქმიანობის მიზანია   სულიერი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება   და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის კონსოლიდაცია ეკლესიის გარშემო.
ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რუსთავის ახალგაზრდების კონსოლიდაციაა, ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდა,   ეროვნულ  ღირებულებებთან დაახლოება და ეროვნული სულისკვეთების გაღვივება. ამ მიზნით საქმიანობს  საკვირაო სკოლა,  სიმღერის და  ცეკვის ჯგუფები, ახალგაზრდული კავშირები.
2ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მიერ ადგილობრივ სომეხ  ახალგაზრდებთან  რეგულარულად ჩატარებული შეხვედრები, ლექციები და დისკუსიები იძლევა თავის დადებით შედეგს.3
ქალაქის 23-ე საჯარო ქართული სკოლის მე-11 კლასის   მოსწავლის, ცენტრის აღსაზრდელის სერგო ზადოაინის ინიციატივით და აქტიური ახალგაზრდების მონაწილეობით ორგანიზებული ლამაზი ღონისძიების მიზანი ცენტრის აღსაზრდელების და ქალაქ რუსთავის ახალგაზრდებისთვის დედა სამშობლოს წარდგენა იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, მოსწავლეები, მშობლები, სტუმრები, საქართველოს  სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლები. მათი აღსაზრდელის მოწვევით დარბაზში ადგილები ეკავათ ქართული ენის მასწავლებელ   ლელა ახალაიას და დამრიგებელ ქეთევან ქაშილაძეს, ასევე თანაკლასელებს.   
ღონისძიებას უძღვებოდა პროექტის ავტორი, თანაკლასელთან - ნათია თავაძესთან ერთად.   ლიტერატურული და მუსიკალური მონტაჟის  მონაწილეებმა წარმოადგინეს სომხეთის ისტორიის ეპიზოდები,   გეოგრაფიული მდებარეობა, უძველესი ტაძრები და ეკლესიები, დედაქალაქები და რეგიონები. ღონისძიება იყო ვერბალური და ვიდეო მშვენიერი ექსკურსია სამშობლოში, მისი წარსულით,  დღევანდელი ცხოვრებით და დიდებული  მომავლის ხედვით.
შესრულდა  პატრიოტული ლექსები სომხური პოეზიიდან, წარმოდგენილ იქნა სომხური ცეკვა და სულში ჩამწვდომი სიმღერა, რითაც გამოიხატა სიყვარული დედა სამშობლოსადმი და სიამაყის გრძნობა მისთვის.  
4ღონისძიება შეაჯამა სულიერი ცენტრის მეურვემ, ღირსმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. სულიერმა მამამ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა ცენტრის აღსაზრდელებს და პერსონალს.  მამა ნარეკმა მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდების ჯგუფის საქმიანობას, მათ სულში არსებული ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძებას, რომელიც გამოიხატა სომხური სიტყვით, ცეკვით, სამშობლოს სიყვარულითა და სიამაყით მისთვის.   სულიერმა მამამ დაფასების სიტყვით მიმართა ცენტრის პერსონალს, აღსაზრდელებს და მშობლებს, ვისთვისაც ცენტრი იქცა მშობლიურ სახლად, გამაერთიანებელ ცენტრად, ასევე სომეხთა ეკლესიის და სომხურად აღზრდის კერად.    
ინიციატივისა და ლამაზი ღონისძიების შესახებ  შთაბეჭდილება გამოთქვეს  და კმაყოფილება გამოხატეს დამსწრეებმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)