სიახლეები
|
2018 წლის 21 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნა გრიგორ მკრტჩიანის პირველი პერსონალური გამოფენა. კულტურული ღონისძიება განხორციელდა ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ხელოვანები, მხატვრები და ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისინმა. ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი გრიგორ მკრტჩიანი თავის ნაშრომებს ხელს აწერს Greg Megerdich სახელით. მხატვრობა არ არის გროგორის ძირითადი სამუშაო, ეს მისი საყვარელი საქმიანობაა, რომელსაც იგი უთმობს თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს. პეიზაჟებსა და ნატურმორტებთან ერთად მას მოსწონს პორტრეტების შექმნა, სადაც ფერების მეშვეობით გამოხატავს ადამიანის შინაგან სამყაროს, ემოციებს, განწყობას და გრძნობებს. მიუხედავად იმისა, რომ გრიგორს არა აქვს სამხატვრო განათლება, მისი ნამუშევრები გამოირჩევა მაღალი დონით, ნათელი, გემოვნებით შერჩეული ფერებით და რეალისტური სახეებით. ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის ფერწერული ნამუშევრების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს და თავიანთი შეფასება გამოთქვეს ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღორსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა, მხატვრებმა აკაკი ძნელაძემ, ლადო შარაშიძემ და სხვებმა.
|