1geo

fb you od

გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ღონისძიება წალკის რაიონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ წამებულთა ხსოვნის ღონისძიება ჩატარდა წალკის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფელ ღუშჩში.
2018 წლის 24 აპრილს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოფელ ღუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში შეკრებილი იყო ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების 31223498მოსახლეობა. ისინი მოსულნი იყვნენ, რათა სანთლები დაენთოთ და პატივი მიეგოთ   1915-1923 წლების სომეხთა გენოციდის წამებულთა ხსოვნისადმი და მათ მფარველობას შევედრებოდნენ  უფალს.  
ხალხმრავალ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, ასევე იმ მისიაზე, რომელიც აქვს სომეხ ხალხს - უკვდავყოს წმინდანად შერაცხულ წამებულთა ხსოვნა.
შემდეგ სულიერი მამის თაოსნობით მფარველობის ლოცვა აღავლინეს წამებულთა ხსოვნისათვის. ლოცვას ესწრებოდნენ წალკის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან მოსული ადამიანები - მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები.   შემდეგ დამსწრეები სულიერი მამის ხელმძღვანელობით მივიდნენ სოფელში აღმართულ ომის მსხვერპლთა მემორიალთან, სადაც სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ხსოვნის ღონისძიება, პატივი მიაგეს უდანაშაულო წამებულთა ხსოვნას.    
დამსწრეებმა ყვავილებით შემამკეს მემორიალი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)