1geo

fb you od

ახალციხეში პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მოწამეებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12018 წლის 24 აპრილს,   სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავი საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა  სამცხე-ჯავახეთისა2 და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერი ინსპექტორის მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის საპატიო წინამძღოლობით.
საღმრთო ლიტურგიის  შემდეგ, ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სომეხი ახალგაზრდები, სულიერი მამების თანხლებით, გაემართნენ გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი აღმართულ  ხაჩქარისკენ. სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ 43საჰაკიანმა და ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ  მოწამეთა ხსოვნის წესი შეასრულეს. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ახალციხის ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჰოვანეს თუმანიანის სახელობის მე-3 სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდული  განათლებისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელები, მათ ერთხელ კიდევ შეახსენეს საზოგადოებას  სომეხი ერისადმი ოსმალეთის თურქეთში განხორციელებული გენოციდის შესახებ.     
ხაჩქართან  სიტყვით გამოვიდა ასევე  საქართველოს პარლამენტში ახალციხის რაიონიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, რომელმაც დაგმო სომეხი ერის მიმართ განხორციელებული   გენოციდი, და  ქალაქის მერ  ზაზა მელიქიძესთან ერთად ყვაველებით შეამკო ხაჩქარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)