1geo

fb you od

სუსანა ავეტისიანი წარსდგა ახალი კრებულით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 17 აპრილს,  თბილისის სომეხი შემოქმედებითი და ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება შეკრებილი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში, სადაც გაიმართა   ცნობილი პოეტის,  სუსანა ავეტისიანის, ლექსების კრებულის "მფრინავი ვიოლინოს" პრეზენტაცია.  პოეტი მკითხველს ყოველთვის ახლებურად წარუდგება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და სტუმრები.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი და სიტყვა გადასცა არტემ კირაკოზოვს.
ლენინაკანში დაბადებული და თბილისში მცხოვრები სუსანა ავეტისიანი ახალი სახელი არ არის საქართველოს ლიტერატურის მოყვარული სომეხი საზოგადოებისთვის. მისი პოეზია ყოველთვის გასაგები და მიღებული იყო მკითხველებისთვის.   პოეტი არ არღვევდა მოკრძალების ზღვარს და პერიოდულად წარსდგებოდა მკითხველის წინაშე, იღებდა მის მაღალ შეფასებას და იმსახურებდა სიყვარულს.  IMG 1723
სუსანა ავეტისიანის ახალ კრებულში ჩართული ლექსების სულისკვეთებაზე, განხილულ თემებზე, ლირიკულ,       ფილოსოფიურ  ღირებულებებზე დეტალურად ისაუბრა პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ემა ახტიანმა.
სუსანა  ავეტისიანის პოეზია მკითხველს იზიდავს და  თავისი შინაგანი სამყაროს გამომხატველობით ერწყმის მკითხველის    ემოციებს, გრძნობებს, განცდებს, ამავდროულად ინარჩუნებს  მომავლის ნათელს, ოპტიმიზმს და   ცხოვრების მშვენიერებას. ამ ყველაფერს მატერიალური სახე მისცა 104-ე საშუალო სკოლის ბიბლიოთეკარის, ჰასმიკ ანტონიანის ინიციატივით მომზადებულმა ლიტერატურულმა კომპოიციამ, რომელიც მხატვრული, გამომსახველობითი ფორმით წარმოადგინეს სკოლის ლიტერატურის და კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა.
 კრებულის -  "მფრინავი ვიოლინოს".  კითხვისას გრძნობ მის ყოველ სტრიქონს, ფრაზას, განიცდი   ტანჯვის სილამაზეს,  რომანტიკულ  სურათებს და ცხოვრების დრამას, რასაც შემდგომ პოეტის მკვრივი ენობრივი აზროვნებით და ლამაზი აღწერილობით გადაჰყავხარ ახალ გვერდებზე, სადაც მკითხველი იცნობს თავის თავს, თავისი  ცხოვრების განვლილ გზას, დაკარგულ სიყვარულს, ასევე   ოპტიმიზმს ყოველ დღესთან ერთად, რაც  გამოღვიძებაა,  გაზაფხული, განცდა და დაბადება.
პოეტი ყოველთვის ერთგული რჩება თავისი  პოეტური კრებულების შემოქმედებითი სულისა, აგრძელებს თავისი შინაგანი სამყაროს, სიცოცხლის დრამის სიმბოლოებით გამოხატვას, რომელიც  ტექნიკური განათლების მქონე პოეტის მოგონებებსა და   რეალობას შორის ბრძოლის გამოხატვის სტილია ასევე. პოეტის ლექსები წაიკითხეს მწერალმა, მთარგმნელმა ვლადიმერ სარიშვილმა და ჟურნალისტმა არტემ კირაკოზოვმა.  
IMG 1737პოეტის ახალი კოლექციიდან ნიმუშები წაიკითხეს მსახიობმა მელანია ბარსეღიანმა და პოეტმა ლუსინე ვანოიანმა.   
დაფასების და მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ   "ოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრის სულიერი ინსპექტორი ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი და  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს   პირველი მდივანი არტურ სარგსიანი.   გამომსვლელებმა მაღალი  შეფასება მისცეს მსგავს პრეზენტაციებს და მოუწოდეს   ასეთი ღონისძიებებით ახალი შემოქმედები გააცნონ თბილისის ლიტერატურის მოყვარულ სომეხ    საზოგადოებას.   
ბოლოს თავის მადლობის სიტყვაში სუსანა ავეტისიანმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიას და ყველა ორგანიზატორს თავისი კრებულის პრეზენტაციის ასე ლამაზად მომზადებისთვის, შემდეგ განაცხადა, რომ დასაბეჭდად ამზადებს შემდეგ კრებულს.
ღონისძიება დაამშვენეს ნიჭიერი მევიოლინის, გიუმრის მუსიკალური კონკურსის პრიზიორის მარინა კირაკოზოვას ლამაზმა შესრულებებმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)