1geo

fb you od

„ჰოვანეს თუმანიანის სახლში“ აღდგა ჩაის სუფრასთან შეკრების ტრადიცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

teyaxmutyun1ჰოვანეს თუმანიანის თბილისის ბინა წლების მანძილზე იყო სომეხი ინტელიგენციის შეკრების ადგილი. აქ თითქმის ყოველ დღე ჩაის სუფრასთან იკრიბებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, ერის დიდებულები და  განიხილავდნენ ლიტერატურის, კულტურის და სათვისტომოს  ცხოვრების საკითხებს, საუბრობდნენ,  თავიანთ აზრს გამოხატავდნენ და აფასებდნენ დროის მოვლენებს.  ეს შეკრებები თუმანიანის ოჯახში მიღებული და საყვარელი ტრადიცია იყო. ტრადიცია აღდგა ჩვენს დღეებში, აწ უკვე აღდგენილი, გალამაზებული, ამაღლების 18-ში მედიდურად „დაბრძანებულ“ „ოვანეს თუმანიანის    სახლი“  სამეცნიერო,   კულტურულ ცენტრში.
სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა სომხეთის რესპუბლიკის მესამე   პრეზიდენტის მეუღლის,  ქალბატონი რიტა სარგსიანის  ქველმოქმედებით თუმანიანის ყოფილი ბინის თავისი დროის სულისკვეთებით მოწყობის პროცესი. ბინას მიენიჭა სრულიად სომეხთა პოეტის   პერიოდის სული, საგნები და ნივთები, ასევე ატმოსფერო. თუმანიანის სახლის სტუმართმოყვარეობამ ხელი შეუწყო ასევე ბინაში ჩაის სუფრასთან შეკრების ტრადიციის აღდგენის იდეის ხორცშესხმას.   
2018 წლის 15 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თაოსნობით, ეპარქიის პერსონალის მონაწილეობით გაიმართა პირველი შეკრება თუმანიანის სახლში, ჩაის სუფრის გარშემო.  
ნამდვილად  სამეფო სამოვარით და ძვირფასი ჭურჭლით, სხვადასხვა ნამცხვრით და ტკბილეულით დამშვენებულ და თბილისური ყოფის შესაფერისად გაწყობილ ტრადიციული ჩაის  სუფრასთან შეკრებილნი იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის    კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, საინფორმაციო განყოფილების დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი, ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი,    ფინანსური განყოფილების დირექტორი მარგარიტა კირაკოსიანი, ადმინისტრაციული და მატერიალური განყოფილების დირექტორი   კარენ ერიციანი,  "ოვანეს თუმანიანის" ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი, თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი არმენ ჰოვანისიანი, ოპერატორ-ფოტოგრაფი გევორგ პოღოსოვი, ახალგაზრდული  პროგრამების კოორდინატორი ნინა სეროპოვა, მსახიობი აშოტ სიმონიანი, „ჰარატუნის“ მოხალისე მარინა სუმახიანი.    
ჩაის სუფრა აკურთხა თუმანიანის სახლის სულიერმა  ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა.  
ეპარქიის წინამძღვრის სიტყვა იქცა მადლიერების გამოხატულებად, რომლითაც საქართველოს სომეხთა ეპარქია მიმართავს ერის ღირსეულ შვილებს და პირველი ლედის ქველმოქმედებით დიდი პოეტის ყოფილი ბინის თავისი მოწოდების შესაფერისად თბილისელი სომხებისთვის დაბრუნებისთვის. წინამძღვრის კურთხევისა და კეთილი სურვილების შემდეგ გაიმართა მხიარული და   თავისუფალი საუბარი, დამშვენებული თუმანიანის ცხოვრების ლამაზი მოგონებებით, მხიარული ისტორიებით, თუმანიანის სახლთან დაკავშირებული ჩვევების,  იმ პერიოდის ისტორიული მოვლენების გახსენებით.   
დამსწრეებმა  გისანე ჰოვსეფანს დაბადების დღე მიულოცეს.
 ამბობენ, რომ სუფრა აახლოებს,  სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი თბილი  და მეგობრული შეხვედრების, სათვისტომოს ცხოვრების გალამაზების, მისი სწორი მიმართულებით გაძღოლის მიზნით გადაწყდა აღდგენილ იქნას ჩაის სუფრასთან შეკრების  ტრადიცია „ოვანეს თუმანიანის   სახლი“  სამეცნიერო,   კულტურული ცენტრში, რომელიც იქცევა საქართველოს სომხური სათვისტომოს განმტკიცების, თანმიმდევრული საქმიანობის,   პროგრესის საწინდარი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)