1geo

fb you od

ჰენრიხ პეტროსიანის სოლო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 14 აპრილს, სომხური  ხალხური, ეთნოგრაფიული და  პატრიოტული სიმღერის, ცეკვისა და მუსიკის ნამდვილი დღესასწაული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში.    "მღერის ჰენრიხ პეტროსიანი“ სახელწოდებით კონცერტის IMG 1537პროგრამაში გარდა სოლისტისა, ჩართულნი იყვნენ თბილისის სომხური სათვისტომოს   ვოკალური ხელოვნების სხვადასხვა შემსრულებლები, რათა წარედგინათ მშობლიური სულისკვეთებით აღსავსე საღამო.   
აი ასე შეიძლება ჰენრიხ პეტროსიანის კონცერტის ინტერპრეტირება.   
დარბაზში შეკრებილნი იყვნენ ჰენრიხ პეტროსიანის სიმღერის მოყვარულნი, ანსამბლ „ანის“ ცეკვის დამფასებლები, დოლისა და დუდუკის მელოდიის მსმენელები და ანა ბადალიანისა და ნინა კარაპეტიანის სიმღერის გულშემატკივრები.  
კონცერტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა,  „ჰაიარტუნ“  ცენტრის   კოორდინატორმა IMG 1601ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც ისაუბრა სომეხი ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში კულტურის როლზე, მაღალი შეფასება მისცა მსახიობის, სოლისტის, სომხური სათვისტომოს აქტიური  წევრის, ჰენრიხ პეტროსიანის, პატრიოტულ საქმიანობას, შემდეგ გამომსვლელმა დამსწრეებს მოუწოდა 23-24 აპრილს ერთობლივად ჩაერთონ სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
საკონცერტო პროგრამა განსაკუთრებული იყო და მოიცავდა სხვადასხვა ავტორების პატრიოტულ სიმღერებს, ჰენრიხ პეტროსიანის მიერ დიდი ნიჭიერებით, ახალი ინტერპრეტაციით შესრულებულს.    
 სომხური გამამხნევებელი  "მე მიყვარს ჩემი ტკბილი სომხეთის ...."   ლექსმა და დედა სამშობლოსადმი მიძღვნილმა ვიდეოფილმმაIMG 1655 ატმოსფერო    მეტად ეროვნული და პატრიოტული გახადა, ამ ყველაფერს ავსებდა ხალხური,  ლირიკული, აშუღური სიმღერები, ცეკვა და მელოდიები.  
კონცერტის წამყვანების, გლორია გევორგიანის და არამ მელიქიანის ლამაზი წარდგენით ჰენრიხ პეტროსიანმა, მისმა მხარდამჭერმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ნინა კარაპეტიანმა და ანა ბადალიანმა შეასრულეს ხალხური და გუსანური სიმღერები, დოლისა და დუდუკის ჯგუფებმა და ცეკვის   ანსამბლმა „ანიმ“ (ხელმძღვანელები: რობერტ კაშავანიძე, ივანე მკრტჩიანი, ანგელინა ნაზარიანი), „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ (ქორმაისტერი: მარი აბულიანი) სიმღერის ცნობილი გუნდის გუნდურმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ერთმანეთის მიყოლებით წარადგინეს ლამაზი კონცერტი.     
სოლო-კონცერტმა  მხიარული განწყობა და ეროვნული დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია მაყურებელში და დასრულდა „ერებუნი-ერევან“ პატრიოტული სიმღერის გუნდური შესრულებით. 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)