საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს |
სიახლეები |
2018 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა, ეპარქიის პერსონალის და მრევლის სახელით ყვავილებით შეიმკო 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად, სომეხი ხალხის სახელით თბილისის ავლაბრის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული ხაჩქარი. შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამშრომელთა წარმომადგენლები და სულიერი მსახური მღვდელი კირაკოს სიმონიანი ეწვივნენ 29 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე აღმართულ 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი. |