1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აპრილის ომის მსხვერპლთა ხსოვნის პარაკლისი აღევლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 8 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა  პანაშვიდის წესი, არცახის ოთხდღიან ომში გმირულად დაღუპული სომეხი ჯარისკაცების სულების სიმშვიდისთვის.  IMG 1285
საქართველოს სომეხთა ეპარქიის  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკელსიაში ამ დღეს წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
წირვის შემდეგ მწირველმა მეუფემ ხსოვნის სიტყვა წარმოთქვა   2016 წლის აპრილის ოთხდღიან ომში დაღუპული გმირი 29983762ჯარისკაცების ხსოვნის ნიშნად, შემდეგ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის თავმჯდომარეობით,  ეკლესიის მღვდელმსახურთა და მწიგნობართა მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდის წესი.   
ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნა პანაშვიდით აღინიშნა ასევე თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ასევე სომხებით დასახლებული რაიონებისა და სოფლების  მოქმედ ეკლესიებში.  
დაღუპული სომეხი სამხედროების ხსოვნის ნიშნად სანთლები დაანთო და ლოცვა აღავლინა უამრავმა მორწმუნემ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)