1geo

fb you od

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ნინოწმინდაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1ბრწყინვალე  აღდგომა  ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი საყვარელი   დღესასწაულია, რომელსაც მორწმუნეები მოუთმენლად ელიან და აღნიშნავენ რელიგიური ცერემონიებით და ხალხური ტრადიციებით.   
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“   საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით   პირადად შეღებეს და  მოხატეს   სააღდგომო კვერცხები და მოემზადნენ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის განსაკუთრებულად აღსანიშნავად.   1 1
2018 წლის 1 აპრილს, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში,   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ცენტრის აღსაზრდელების და მასწავლებლების თანდასწრებით,  უამრავი მორწმუნის მონაწილეობით, რაიონის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია.   
საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა წაიკითხა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის, მისალოცი სიტყვა, შემდეგ იქადაგა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახებ, დამსწრეებს მიულოცა, აკურთხა წითლად შეღებილი და მოხატული კვერცხები, რომლებიც “რაფაელ ჯავახ“ ცენტრის აღსაზრდელებმა დაურიგეს დამსწრეებს.
 ეკლესიაში შეკრებილებს  სახეზე მაცხოვრის აღდგომის მხიარული სინათლე ეტყობოდათ, რომელიც ბრწყინავდა   სიკეთის ბოროტებაზე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიხარულით.   
1 2საღმრთო ლიტურგიის დროს „სურბ სარგის ეკლესიის მგალობელთა გუნდი   საგალობლებს ასრულებდა, ქრისტიანული რწმენის მარადიულობის და უკვდავების ნიშნად.
ამის შემდეგ, ეკლესიის  ჯვრის ნათლიამ ხალხს დაურიგა ნაკურთხი კვერცხები.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე  საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ჰენზელ მკოიანის, ინიციატივით სოფელ სათხაში მოეწყო ზეიმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან    ჩასულმა თანამდებობის პირებმა, რეგიონის ხელმძღვანელობამ და ასობით მორწმუნემ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით ადგილობრივ „ნერსეს მეწ“ ეკლესიაში საღამოს ღვთისმსახურება ჩატარდა, შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა გაშლილი სუფრა და დამსწრეებს მიულოცა აღდგომის დღესასწაული. ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა.  

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)