1geo

fb you od

აღდგომის დღესასწაული ახალქალაქში და მიმდებარე სოფლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 1 აპრილს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს   ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული  1განსაკუთრებული პომპეზობით  აღინიშნა  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური  ვიკარიატის ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში.  
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს   ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია.  
2საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი,   ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი,  ახალქალაქის  ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი,  3 რეინტეგრაციის  სამინისტროს  ახალქალაქის წარმომადგენელი  არტიუშ მელქონიანი, უამრავი მორწმუნე, რომლებიც მოსულნი იყვნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს  დიდებული აღდგომის სასიხარულო ამბის გასაგონად.
საღმრთო ლიტურგიის დროს, მღვდელმა ტათევ მარუქიანმა წაიკითხა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის სააღდგომო მილოცვა, შემდეგ იქადაგა და წმინდა აღდგომის სასიხარულო ამბავი გადასცა ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს.
4საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დამსწრეებს მიმართა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, რომელმაც დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული. შემდეგ ეკლესიის ეზოში აკურთხეს აღდგომის სიმბოლო წითელი კვერცხები  და დაურიგეს მორწმუნეებს.
საერთო ეპარქიალური ვიკარიატის არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი  გახლდათ მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი, რომელმაც  წაიკითხა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის სააღდგომო მილოცვა, შემდეგ იქადაგა და წმინდა აღდგომის 5სასიხარულო ამბავი გადასცა ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეებს,  აკურთხეს აღდგომის სიმბოლო წითელი კვერცხები  და დაურიგეს მორწმუნეებს.   ღირსმა მამა თადეოსმა დახმარება გადასცა მრავალშვილიან ოჯახებს, სოფელ არაგოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის  მოყვარულ ქალთა „შუაშნიკ“ კავშირმა საკვების პაკატები გადასცა სოფლების მოლითის, ჩიხოროლის, აზავრეთის, ზაკის  მრავალშვილიან ოჯახებს.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით, მილოცვით და სააღდგომო კვერცხების კურთხევით  წმინდა აღდგომის დღესასწაული აღინიშნა ვიკარიატის კუმურდოს „სურბ ხაჩ“, ვაჩიანის „სურბ სიონ“, ხანდოს „სურბ ხაჩ“, სულდის „სურბ ხაჩ“, აბულის „სურბ ასტვაწაწინ“, ჩამდურდის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ალათუმანის „წმინდა სამების“,  კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“, დადეშის „სურბ ასტვაწაწინ“. არაგოვას „სურბ გევორგ“, დილისკის „სურბ სარგის“, მაჯადიის „სურბ გრიგორ ლუსავორჩ“ ეკლესიებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)