1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ბზობის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 25 მარტს, წმინდა აღდგომის წინა კვირა დღეს, სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ  აღნიშნა   ბზობა, იერუსალიმში მაცხოვრის  დიდებით შესვლა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში 1დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

დილით ხალხმრავლობა იყო თბილისის   ეკლესიების  ეზოებსა   და მის გარშემო. მორწმუნეები მაღალი განწყობით მოდიოდნენ 2ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს, იერუსალიმში დიდებით შესვლის სიხარულის აღსანიშნავად.

ბზობის წინა დღეს - შაბათს, ეკლესიებში შესრულდა წაღკაზარდის წინასადღესასწულო წირვა, გაიხსნა საკურთხევლის ფარდები. დილის ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მქადაგებელიEjmiatsin გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი  ვაზგენ მირზახანიანი. წირვას ესწრებოდნენ სათვისტომოს საპატივცემულო პირები, საზოგადო მოღვაწეები, უამრავი მორწმუნე.

20180325მეუფე ვაზგენმა ქადაგებაში დაწვრილებით წარადგინა ბზობის საიდუმლო და დღესასწაულის სულიერი მოწოდება, ისაუბრა იესო ქრისტეს ამქვეყნიერი ცხოვრების ბოლო რამდენიმე ეპიზოდზე, მის წამებაზე. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ყველას მოუწოდა ცხოვრება20180325 133240 განაგრძონ ბზობის დღის საზეიმო განწყობით, სიყვარულით, რწმენით და სითბოთი, განდევნონ შიში, სიმარტოვე და იცხოვრონ ქრისტეს სიყვარულით, ვინაიდან ჩვენი უფალი ყველგან ჩვენს სულშია. თავისი სიყვარულით და   სიძლიერით.  მეუფემ დააფასა ის, რომ საქართველოს სომხური სათვისტომო   რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კალენდრით, რითაც ინარჩუნებს თავის იდენტობას.

29511020ეკლესიის საკურთხეველი მორთული იყო ტირიფის და პალმის ტოტებით, რაც ხაზს უსვამს დღესასწაულის განსაკუთრებულობას. მაკარ ეკმალიან გუნდის გალობით, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის თავმჯდომარეობით და მღვდელმსახურთა და მწიგნობართა მონაწილეობით აკურთხეს რტოები და დაურიგეს მრევლს.   

ბზობის დღესასწაული    უწმინდესმა და უნეტარესმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა 29663675გარეგინ მეორემ რამდენიმე წლის წინ  გამოაცხადა    ბავშვების კურთხევის დღედ.  

Akhaltsikheბზობის დღეს ხალხმრავლობა იყო ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში. წმინდა წირვას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, სათვისტომოს მოღვაწეები, უამრავი მორწმუნე.  ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რის შემდეგაც მამა არარატმა დალოცა ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის აღსაზრდელები და ბათუმელი ბავშვები.

 ბზობის დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით და ბავშვების კურთხევით აღინიშნა  Batumi ახალციხის „გრიგორ ლუსავორიჩ“,    ახალქალაქის „სურბ ხაჩ“,   ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიებში, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრში. ეპარქიის სულიერი მოძღვრები ეწვივნენ  ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონების სომხებით დასახლებულ სოფლებს და ადგილზე შესრულდა სახლის კურთხევა, აკურთხეს ბავშვები, დღის სიმბოლო   ტირიფის და ზეთისხილის რტოები,   

ეკლესიებში საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა კარის გახსნის წესი და გაიხსნა ეკლესიის ფარდები.

Untitled-1NInotsmindaUntitled-2 

Untitled-3Untitled-4Untitled-5 

29633106 1733042256757970 861456524 o

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)