1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში შულავერის Hobby House სტუდიის მოსწავლეები სტუმრობდნენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 24 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის სტუმრები იყვნენ   მარნეულის რაიონის შულავერის Hobby House   სტუდიის აღსაზრდელები, ხელმძღვანელის, მარინა წიქარიშვილის, და მენეჯერის, ოფელია წატურიანის, ხელმძღვანელობით.1 ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის მაგიდებსა და საგამოფენო ჩარჩოებზე განთავსებული იყო  სტუდიის მოწაფეების ნამუშევრები - მომზადებული თექით, აბრეშუმით,  ასევე სურათები, ხალხური კოსტუმები, მაქმანი,   ფარდაგი, ნაქარგი სურათები, მძივებით, ლენტით გაფორმებული სამკაულები.   

გამოფენას   კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ვირაპ ღაზარიანის თანხლებით. 2ესწრებოდა ასევე სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი.

სტუმრები -  მხატვრები, ხელოვნების და ხელნაკეთობების გულშემატკივრები, მშობლები, მოსწავლეები ინტერესით ათვალიერებდნენ გამოფენილ ნამუშევრებს, აფასებდნენ აღსაზრდელთა შრომისმოყვარეობას და  წარმოსახვის   უნარს.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“  ცენტრის   კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, ვინც გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამ დარბაზს არაერთხელ უმასპინძლია სხვადასხვა ერის შემოქმედებისა და სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ოსტატების ნამუშევრების გამოფენისთვის. ხაზი გაუსვა ამ დღეს წარმოდგენილი სომეხი, ქართველი, აზერბაიჯანელი მოზარდების ნამუშევრებს. მოზარდების, რომლებიც კონსოლიდირებულნი არიან ქართველი მასწავლებლის გარშემო, სწავლობენ ხელობას, ქმნიან კულტურას.

გამოფენას მიესალმა მარნეულის რაიონის გამგეობის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ნატო შავიშვილი. ქალბატონმა შავიშვილმა აღნიშნა, 3რომ   ესთეტიკური აღზრდის Hobby House   სტუდია   ის კერაა, რომელიც   აქტიურად არის ჩართული მარნეულში ორგანიზებულ  ფესტივალებში და მრავალჯერ მიუღია მაღალი შეფასება, ასევე დააფიქსირა მუნიციპალიტეტის მიერ სტუდიის  საქმიანობის მხარდაჭერა.

პროფესიით ექიმ მარინა წიქარიშვილს განსაკუთრებულად უყვარს მხატვრობა, ქარგვა,    ხალიჩების ქსოვა, მაქმანი, კერვა  და ასევე უყვარს ამ ყველაფრის სწავლება და გავრცელება.    2015 წელს მისი ინიციატივით შულავერში, სადაც მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში, მოზარდების დააფუძნა    ესთეტიკური აღზრდის სტუდია.   

სტუდიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაიხადა მასპინძლობისა და გამოფენის ორგანიზების მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების რაიონის გარეთ გამოყვანის და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობას, მადლიერებით აღნიშნა, რომ სომხეთში ვიზიტის დროს სტუდიას გამოეყო 4სომხეთის რესპუბლიკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის ერთი უფასო ადგილი.

 ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. თავისი მამობრივი კურთხევა გადასცა დამსწრეებს, ისაუბრა შულავერში ამ ლამაზი, მრავალეროვანი კერის არსებობის მნიშვნელობაზე, სადაც ერთმანეთს უახლოვდებიან და მეგობრდებიან სხვადასხვა ოჯახის ბავშვები, ერთმანეთს გადასცემენ თავიანთ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ეცნობიან ერთმანეთის ეროვნულ ღირებულებებს. ეპარქიის წინამძღვარმა შესთავაზა გამოფენის ორგანიზება თემის ეგიდით მოქმედ ახალქალაქის, ნინოწმინდის ცენტრებში, სადაც ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურ  აღზრდას და ხალხური რეწვის განვითარებას.   5

ბოლოს სტუდიის მოწაფეებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელს და    საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელს აჩუქეს   კესანე ყვავილის გამოსახულებით თექით დამზადებული ნამუშევრები.  

სტუდიის  მოსწავლეებმა    საჩუქრები მიიღეს ეპარქიის წინამძღვრისგან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)